FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლა ლიგა დრამატულად დასრულდა

23-05-2015
1 კომენტარი

ესპანეთის ეროვნული ჩემპიოანატი საოცრად დრამატულად დასრულდა, უფროსწორედ სრულდება, რადგან რამდენიმე წუთში მადრიდული დერბი დაიწყება სანტიაგო ბერნაბეუზე. თუმცა, ამ მატჩს არანაერი ინტრიგა არ ექნება, ლა ლიგაში უკვე ყველაფერი გაირკვა და მოვლენები საოცრად დრამატულად განვითარდა.

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" კინაღამ დაკარგა მეოთხე ადგილი, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. "სევილიამ" ბრძოლაში 3:2 მოუგო სტუმრად "მალაგას", როდესაც "ღამურები" ნამდვილად ცეცხლს ეთამაშებოდნენ მედიტერანოსზე. გადარჩენისთვის მებრძოლი "ალმერია" ორჯერ იგებდა, მაგრამ "ვალენსიამ" ტაიმის მუწურულს აღადგინა წონასწორობა, მატჩის ბოლოს კი პაკო ალკასერმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო. მატჩი "ვალენსიამ" ათი კაცით დაასრულა, რადგან დანი პარეხო გააძევეს, მაგრამ საბოლოოდ, ნუნო ეშპირიტო სანტოს გუნდმა მოიპოვა საგზური ჩემპიონთა ლიგაზე.

 

თავისმხრივ, ამ მარცხის შედეგად, გავარდა სეგუნდა ბ-ში "ალმერია", რომელსაც გამარჯვება ჰყოფნიდა ადგილის შესანარჩუნებლად. სერხი ბარხუანმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ თავს ზემოთ არ არის ძალები, ბოლო ორ ტურში ანდალუსიური კლუბი "სევილიას" და "ვალენსიას" შეხვდა, ორივე მატჩში იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა. "ალმერია" ემშვიდობება პრიმერა დივიზიონს.

 

"ეიბარმა", რომელმაც საშინელი მეორე წრე ჩაატარა, უკვე გავარდნილი "კორდობა" მიიღო და პირველივე ტაიმში დაასრულა ყველაფერი - 3:0, იპურუაზე შეკრებილმა ქომაგებმა უდიდესი სიხარული განიცადეს, პარალელურად "ბარსაც" იგებდა, მაგრამ მინიმალური ანგარიშით. "გრანადა" კი "ატლეტიკოსთან" უგოლო ფრეს აგორებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, "ბლაუგრანამ" მეორე გოლიც გაუტანა "დეპორს" და ფაქტიურად გადაწყდა, რომ "ეიბარი" გადარჩებოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთი მარტივი არ არის. ლუკას პარესმა, რომელიც ლა კორუნიელთა მთავარი იმედია, ჩინებული გოლი შეაგდო და იმედები ჩაუსახა ქომაგებს. მალევე, სალომაომ შეაგდო ასევე ჩინებული გოლი და "დეპორტივომ" ნამდვილი სასწაული მოახდინა - 2:2, გუნდი გადარჩა, კამპ ნოუზე შესრულებული ქამბექის წყალობით, გრანადაში არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ ურთიერთშეხვდრების გამო, "ეიბარი" გავარდა, "გრანადა" და "დეპორტივო" გადარჩნენ. კამპ ნოუზე, ახლა დაჯილდოვების ცერემონიალი მიმდინარეობს, მაგრამ ორივე გუნდი ზეიმობს, ერთი - ჩემპიონობას, მეორე - ლა ლიგაში დარჩენას.

 

სხვა თამაშებიდან, აღსანიშნავია ბილბაოს "ატლეტიკის" გამარჯვება "ვილიარეალთან" სან მამესზე - 4:0, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მეშვიდე ადგილი გაინაღდა და მომდევნო სეზონში აუცილებლად იასპარეზებს ევროპის ლიგაზე.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1432405984_1426082_heroa.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi