FCI.ge
FCI.ge
შვაინშტაიგერი: საბოლოო ჯამში, სეზონი კარგი გამოდგა |
მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა მიმდინარე სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში კარგი კამპანია გამოვიდა.
"რეკორდმაისტერმა" დღეს ჩაიბარა ისტორიაში 25-ე ვერცხლის სინი, ბასტიანმა კი კარიერაში მერვედ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, რაც ოლივერ კანისა და მეჰმედ შოლის რეკორდის განმეორებაა.
"ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ. მოვიგეთ ტიტული, ზედიზედ მესამედ, რაც ნამდვილად არ არის ხშირი შემთხვევა. მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია.
სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგიდან, "ბარსელონას" წინააღმდეგ ბოლო ათ წუთში გამოვვარდით, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა ფინალში თამაშის შანსი. ის, რაც თასზე მოხდა, ისედაც კარგად ვიცით.
ახლოს ვიყავით ორ ფინალთან. თუ მთლიანად გადახედავთ შედეგებს, გაითვალისწინებთ მდგომარეობას, სირთულეებს, სეზონი საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.