FCI.ge
FCI.ge
გვარდიოლა: მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით |
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ძალიან კმაყოფილია გერმანიის ჩემპიონატის მოგებით და სურს, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი გამოდგეს.
ესპანელმა სპეციალისტმა, "რეკორდმაისეტს" ზედიზედ მეორედ მოაგებინა ვერცხლის სინი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე, ასპარეზობას ნახევარფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.
"ვულოცავ გუნდს, სამწვრთნელო შტაბს და ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთაც უდიდესი დახმარება გაგვიწიეს, განსაკუთრებით "ბარსელონას" წინააღმდეგ.
მომდევნო სეზონში, უფრო ძლიერები დავბრუნდებით. იმედი მაქვს, რომ საუკეთესო გუნდი შეკრიბება, ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა პეპმა, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არ დატოვებს ალიანს არენას ზაფხულში.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.