FCI.ge
FCI.ge
კროოსი: ბუნდესლიგას შტრაიხი დააკლდება |
მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, მსოფლიო ჩემპიონმა ტონი კროოსმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, მწუხარება გამოთქვა "ფრაიბურგის" ბუნდესლიგიდან გავარდნის გამო.
"არწივებმა" ბოლო ტურში სტუმრად 1:2 წააგეს "ჰანოვერთან", კონკურენტებმა კი "შტუტგარტის" და "ჰამბურგის" სახით იმარჯვეს, რის შედეგადაც "ფრაიბურგი" დაემშვიდობა გერმანიის უმაღლეს ლიგას.
"ვწუხვარ "ფრაიბურგის" გამო. კრისტიან შტრაიხი აუცილებლად დააკლდება ბუნდესლიგას", - დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე ტონიმ, რომელსაც არაერთი სეზონი აქვს გატარებული ბუნდესლიგაში და შტრაიხს კარგად იცნობს.
აღსანიშნავია, რომ კრისტიან შტრაიხი დიდი ალბათობით არ დატოვებს გუნდს, რადგან "ფრაიბურგის" ერთგულია და ეცდება რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს "არწივებთან" ერთად გერმანული ფეხბურთის ელიტაში.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.