FCI.ge
FCI.ge
ხავი: ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში |
ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო თამაშის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ხავი ერნანდესმა ისაუბრა საკუთარ ემოციებზე.
მოგეხსენებათ, რომ "ბლაუგრანამ" ფრედ 2:2 ითამაშა "დეპორტივოსთან", მაგრამ უკვე მოგებული ჰქონდა ჩემპიონატი და თასიც მიიღო. ტიტული სწორედ ესპანელმა ნახევარმცველმა აღმართა, რომელიც ზაფხულში ტოვებს კამპ ნოუს.
"უღრმესი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. დღეს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. აქ 17 სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. კიდევ ორი ტიტული გვჭირდება - ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ამ უკანასკნელი ტურნირის მოგების შემთხვევაში, ზეიმს კამპ ნოუზე, თქვენთან ერთად გავმართავთ.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ცოლს, მეგობრებს და ყველას, ვინც დღეს კამპ ნოუზე მოვიდა, თქვენი მხარდაჭერა დიდებული იყო", - განაცხადა ხავიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.