FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ყველაზე მოთხოვნადები

26-05-2015
12 კომენტარი

დაახლოებით ერთი კვირა, კიდევ უფრო ნაკლები არის დარჩენილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, რასაც ფეხბურთის თითოეული ქომაგი დიდი ინტერესით ელოდება. სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი კლუბები ერთმანეთს ტოლს არ დაუდებენ, ფულს არ დაინანებენ, რათა შეავსონ საკუთარი გუნდების შემადგენლობა და უფრო კონკურენტუნარიანი კოლექტივი შექმნან.

 

რაღათქმაუნდა, მთავარი მოვლენა იქნება გრანდების მიერ განხორციელებული ტრანსფერები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ხმაურიანი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ყველაზე მთავარი - ზუსტი, საჭირო კადრების დამატებაა, რომლებიც დაეხმარებიან კლუბს საკუთარი მიზნების მიღწევაში. თითოეულ დიდ კლუბს, საკუთარი დიდი მიზნები გააჩნია, მაგრამ ამისათვის შესაძლოა ერთი და იმავე მოთამაშე დასჭირდეთ. მოდი განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო ალტერნატივა, ის მოთამაშეები, რომლებიც დიდი ალბათობით მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს გააძლიერებენ და ყველაზე მოთხოვნადები არიან უკვე და აუცილებლად იქნებიან ზაფხულშიც, როდესაც ბაზარი ოფიციალურად გაიხსნება.

 

გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელთა ათეულს, რომლებმაც შესაძლოა დატოვოს საკუთარი ამჟამინდელი კლუბი და კარიერა სხვაგან გააგრძელონ, მიიღონ ახალი გამოწვევები და შეეჭიდონ ახალ სირთულეებს.

 

#10 ანხელ დი მარია (27 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

მისით დაინტერესებულნი არიან: ბაიერნი, პსჟ

სატრანსფერო ღირებულება: 65 მლნ.

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი, შეუძლია თამაში საყრდენად

ძლიერი მხარეები: ტექნიკა, პასი, მოედნის ხედვა, დრიბლინგი

სუსტი მხარეები: მარჯვენა ფეხი

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 32 მატჩი, 4 გოლი, 11 საგოლე პასი

 

ანხელ დი მარია, რომელიც გასულ სეზონში კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გადაბარგდა ოლდ ტრაფორდზე მადრიდის "რეალიდან", შესაძლოა ამ ზაფხულს წამოვიდეს ინგლისიდან. მიზეი კი ჩაგდებული სეზონია. არგენტინელმა, რომელმაც გასული სეზონი ფემომენალურად ჩაატარა, დიდებულად დაიწყო ასპარეზობა წითელი მაისურით. თუმცა, სეზონის მსვლელობისას მიიღო მუხლის ტრავმა, გაუცდა ხანგრძლივი პერიოდი და ვერაფრით აღიდგინა ოპტიმალური ფორმა. თანაც, ლუი ვან გაალის ტაქტიკური გაუგებრობების გამო, ანხელი ხშირად იცვლიდა პოზიციას და გაუჭირდა ადაპტირება ახალ გარემოსთან. 10 საგოლე გადაცემა ჩინებული შედეგია, მაგრამ ეს მხოლოდ ციფრებია, დი მარიას მეორე წრეში პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია და ეშლი იანგის შემცვლელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დი მარია მოტივირებულია და სურს საკუთარი ძალების დამტკიცება, შესაძლოა თავად კლუბმა თქვას უარი მასზე და გაყიდოს სარფიანად, თანაც ვინ იტყვის უარს დი მარიაზე? ის მხოლოდ 27 წლის არის და უკვე დაიწერა პრესაში, რომ მიუნხენის "ბაიერნი" შესაძლოა გახდეს მისი პირველი "მონადირე". აგრეთვე იწერება "პსჟ"-ზეც, რომელსაც სჭირდება მისნაერი ოსტატი გუნდში. ჯერჯერობით საქმე ოფიციალურ წინადადებამდე არ მისულა, მაგრამ ანხელ დი მარის თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუშვებს, მაშინ ის ნომერ პირველი გახდება სასურველ მოთამაშეთა სიაში, ახლა კი ჯერ არაფერია გამოაშკარავებული.

 

#9 ჯექსონ მარტინესი (28 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: პორტო

მისით ინტერესდებიან: მანჩესტერ სიტი, არსენალი

სატრანსფერო ღირებულება: 32 მლნ.

პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი

ძლიერი მხარეები: ნამდვილი ბომბარდირი, ტექნიკა, საჰაერო ორთაბრძოლები

სუსტი მხარეები: გამოცდილება

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 41 მატჩი, 31 გოლი

 

ამ სიაში მხოლოდ ჯექსონ მარტინესი გახლავთ ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. 28 წლის კოლუმბიელის ფენომენალური სტატისტიკაც ამის დასტურია, ის პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ნაწილში ცხრა გოლი შეაგდო. ჯექსონი საკმაოდ მრავალფეროვანი მოთამაშეა, რომელსაც გოლების გატანას გარდა, შეუძლია პარტნიორებისთვის მომენტების შექმნა და არაფრისგან ხიფათის გამოწვევა. მარტინესი იდეალური ცხრიანია, ფიზიკურადაც ძლიერია და საკმაოდ მოთხოვნადი. "პორტოს" სტრატეგია ყველამ კარგად ვიცით - აღზარდე ვარსკვლავი, გაყიდე დიდ ფულად და მისი ღირსეული შემცვლელი მოიყვანე. ამ კლუბის ირგვლივ, არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, ყველას გახსენება დიდ დროს წაიღებს, უბრალოდ ჰალკისა და რადამელ ფალკაოს ხსენებაც საკმარისია. ჯექსონ მარტინესის მიმართ ძირითადად ინგლისური კლუბები ინტერესდებიან, ყველაზე აქტიური კი "მანჩესტერ სიტია", რომელიც ალბათ შეელევა სტევან იოვეტიჩს და ედინ ჯეკოს. მარტინესი კი კონკურენციისთვის იდეალური იქნება, უბრალოდ ერთადერთი პრობლემა არის ადაპტაცია, მას შესაძლოა გაუჭირდეს პრემიერ ლიგაში. ლონდონის "არსენალის" ინტერესზეც იწერებოდა ადრე, მაგრამ ახლა მხოლოდ "სიტის" სახელი ფიგურირებს, როდესაც საქმე ჯექსონ მარტინესის მომავალს ეხება.

 

#8 პეტერ ჩეხი (33 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: ჩელსი

მისით ინტერესდებიან: არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი

სატრანსფერო ღირებულება: 12მლნ.

პოზიცია: მეკარე

ძლიერი მხარეები: რეაქცია, ნახტომი, გამოსვლებზე თამაში, ფეხით თამაში, გამოცდილება

სუსტი მხარეები: ასეთები არ არსებობს

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 16 მატჩი

 

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი ერთადერთი მეკარეა ამ ათეულში. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო მუდმივად გამოთქვამს მისი შენარჩუნების სურვილს, ძალიან დიდი ალბათობით, პეტერი დატოვებს სტემფორდ ბრიჯს და კარიერას სხვა ინგლისურ კლუბში გააგრძელებს. ის ჯერ 33 წლის არის, მეკარისთვის მსგავსი ასაკი სავსებით მისაღებია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩეხმა მიმდინარე სეზონში საკუთარი დიდებული სათამაშო ფორმა დაადასტურა. ჟოზე აძლევდა პეტერს შანსებს და პრემიერ ლიგაში შვიდი თამაშიდან ხუთჯერ შეინახა კარი მშრალად, თანაც არაერთი უნიკალური სეივი გააკეთა. ჩეხი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე გამოცდილი გოლკიპერია და მას დიდი სიამოვნებით დაიმატებდა ლონდონის "არსენალი", რომელსაც სჭირდება უმაღლესი დონის მეკარე. დავიდ ოსპინას არაფერი დაეწუნება, მაგრამ ჩეხი სხვა განზომილებაა. თუმცა, ბოლო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესზეც ალაპარაკდნენ ინგლისელი ჟურნალისტები, რადგან ოლდ ტრაფორდს დე ხეა ტოვებს და მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება. შესაძლოა ჩეხი არ იყოს ახალგაზრდა, მაგრამ სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნიჭიერ, დიდი პოტენციალის მქონე გოლკიპერს იპოვნის, მანამდე პეტერი იდეალური ვარიანტი იქნება. თუმცა, მაინც დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩეხი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

 

#7 სემი ხედირა (28 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: რეალი

მისით ინტერესდებიან: არსენალი, შალკე

სატრანსფერო ღირებულება: 20 მლნ.

პოზიცია: ჩამშლელი ნახევარმცველი

ძლიერი მხარეები: ორთაბრძოლები, გამოცდილება

სუსტი მხარეები: ტექნიკა, დარტყმა

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 17 მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე პასი, 3 გაფრთხილება

 

შესაძლოა ბევრმა დაივიწყა ეს ჩინებული ჩამშლელი, მაგრამ უბრალოდ გაიხსენეთ მსოფლიოს ჩემპიონატი და სემი ხედირაც გაგახსენდებათ, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბუნდესნაკრების გაჩემპიონებაში. ხედირა ის ის ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებს, მას აქვს გატანილი გოლები კარიერაში, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად აკეთებს. თუმცა, ის ნამდვილი დიდოსტატია საკუთარი საქმის და უდიდესი პროფესიონალი გახლავთ. ხედირამ ეს მადრიდის "რეალშიც" დაამტკიცა, მაგრამ ახლა "სამეფო კლუბში" სხვა ვითარებაა. იქ უფრო მეტად აფასებენ სხვა ფეხბურთელებს, თანაც ხედირას როლი არც ისე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სემიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დაემშვიდობა კიდეც ლუბს. გერმანელი საყრდენი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მისით არაერთი კლუბი დაინტერესდება, ახლა კი ორი გუნდის სახელი ფიგურირებს: ლონდონის "არსენალი" და "შალკე". ცხადია, ხედირა უბრალოდ დახატავდა გელზენკინხენურ კლუბს, მაგრამ ფავორიტი აშკარად "არსენალია", ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, უფრო ამბიციურია და თანაც არსენ ვენგერის ფაქტორიც არ უნდა დავივიწყოთ. თუმცა, "შალკე" გერმანული კლუბია, ხედირა კი ბუნდესლიგას ძალიან კარგად იცნობს და ალბათ ენატრება კიდეც, ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, სემის ალბათ გამოუჩნდებიან სხვა კლუბებიც.

 

#6 ფელიპე ანდერსონი (22 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: ლაციო

მისით ინტერესდებიან: მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი, ბარსელონა

სატრანსფერო ღირებულება: 15 მლნ.

პოზიცია: მარცხენა შემტევი ნახევარმცველი

ძლიერი მხარეები: ტექნიკა, დრიბლინგი, მოედნის ხედვა

სუსტი მხარეები: გამოცდილება, მცირე ეგოიზმი

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 35 მატჩი, 11 გოლი, 9 საგოლე პასი

 

2014/15 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - სწორედ რომის "ლაციოს" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველია, რომელმაც ფანემენალური რაღაც-რაღაცეები ჩაიდინა სერია ა-ში. იტალიაში ყოველთვის რთულია ინდივიდუალისტებისთვის, მაგრამ ანდერსონმა სასწაულები ჩაატარა, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც გოლი-გოლზე გაჰქონდა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოუპოვა საკუთარ გუნდს. ფელიპე ანდერსონი ძალიან წააგავს სათამაშო სტილით ნეიმარს, უბრალოდ "ბარას" შემტევი უფრო მსუბუქია და შედარებით მოქნილი. ანდერსონს ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, დრიბლინგის დროს შეუძლია არაერთი მეტოქის მოტყუება, მაგრამ მისი ნიჭი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ფელიპეს ჩინებული დარტყმა აქვს, მოჭრილი და ზუსტი, აგრეთვე კარგად აფასებს სიტუაციას, გონივრულად და არაერთხელ გაატანინა ლეგენდარულ მირო კლოზეს. ასე, რომ ის უდავოდ გუნდური მოთამაშეა, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ხშირად ზემდეტს იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ჯერ ძალიან გამოუცდელია. ეს მისი პირველი სეზონია, როგორც ჩინებული მოთამაშის და ვნახოთ სად მოხვდება ზაფხულში. შესაძლოა დარჩეს "ლაციოში", მაგრამ უკვე დაიწერა, რომ "ბარსელონას", მიუნხენის "ბაიერნს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს მისი გადაბირება. სამივე კლუბი ბურთის კონტროლზე აკეთებს აქცენტს, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და რათქმაუნდა დიდი სიამოვნებით გაიფორმებდა ასეთ ფეხბურთელს. თუმცა, რათქმაუნდა ჩვეულებრივ ფასად და არა იმ თანხად, რაც "The telegraph"-მა დაწერა, თითქოს "მანჩესტერი" მზად არის 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, ეს მეტისმეტია. თუმცა, ანდერსონს უდავოდ სერიოზული პოტენციალი გააჩნია და ნებისმიერი გრანდისთვის მისაღები იქნება მისი შეძენა, რის შემდეგაც ანდერსონ კარგი მასწავლებელი დასჭირდება.

 

#5 ანტუან გრიზმანი (24 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის ატლეტიკო

მისით ინტერესდებიან: ჩელსი, ბაიერნი

სატრანსფერო ღირებულება: 35 მლნ.

პოზიცია: ვინგერი, ცენტრალური თავდამსხმელი

ძლიერი მხარეები: ტექნიკა, პასი, დრიბლინგი, ბომბარდირი

სუსტი მხარეები: ფაქტიურად არ არსებობს

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 53 მატჩი, 25 გოლი, 2 საგოლე პასი

 

ეს ფრანგი ვინგერი 2014 წლის ზაფხულში გადაბარგდა ვისენტე კალდერონზე და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაუჭირდა, გუნდის ნამდვილი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ანტუან გრიზმანმა არაერთი დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა ლა ლიგის უკვე გასულ სეზონში და 22 ბურთის შეგდება მოახერხა, რონალდო-მესის გარეშე, ის საუკეთესოა გატანილი გოლებით ნეიმართან ერთად. გრიზმანი იდეალური ფეხბურთელია, ფაქტიურად სუსტი მხარეების გარეშე. დიეგო სიმეონემ ის ცრიანად გამოიყენა და ამ ნაბიჯმა გაამართლა. ანტუანს კარგი ტექნიკური მონაცემების გარდა, ბომბარდირული თვისებებიც აქვს: კარგად იხსნება, კარგი ალღო გააჩნია, საჰაერო ორთაბრძოლებისას კარგია და არც ფიზიკურად უთმობს ვინმეს რაიმეს. სწორედ ამან გამოიწვია მის მიმართ ლონდონის "ჩელსის" და მიუნხენის "ბაიერნის" განსაკუთრებული ინტერესი. ორივე კლუბზე საკმაოდ სერიოზული ფაქტები დაიწერა, მაგრამ ოფიციალურ წინადადებამდე ჯერ ადრეა. საქმე იმაშია, რომ გრიზმანს მოსწონს "ატლეტიკო", მოსწონს დიეგო სიმეონე და კლუბსაც არ სურს მისი გაშვება. თანაც, "როხიბლანკოში" მას არაფერი აკლია - მაყურელბის სიყვარული, მხარდაჭერა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. თუმცა, "ჩელსი" და "ბაიერნი" უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძვიან, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გრიზმანმა მიიღოს ახალი გამოწვევები.

 

#4 კევინ დე ბრუინი (23 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: ვოლფსბურგი

მისით ინტერესდებიან: მანჩესტერ სიტი, პსჟ, ბაიერნი

სატრანსფერო ღირებულება: 35 მლნ.

პოზიცია: ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი

ძლიერი მხარეები: მოედნის ხედვა, პასი, დარტყმა, ტექნიკა

სუსტი მხარეები: ერთი-ერთზე თამაში, ორთაბრძოლები

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 50 მატჩი, 15 გოლი, 26 საგოლე პასი

 

თამამად შეიძლებოდა ამ უნიკალური მოთამაშის პირველ ადგილზე დაყენება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "ვოლფსბურგი" არ აპირებს მის დათმობას და თავად ფეხბურთელიც თანახმაა ვოლფსვაგენ არანაზ დასარჩენად. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში, სადაც კოლოსალური ფული ტრიალებს, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა დე ბრუინმა დატოვოს კიდეც "ვოლფსბურგი". ბელგიელმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო და სტატისტიკაც ამაზე მოწმობს. დე ბრუინს დიდებული მოედნის ხედვა აქვს, ძალიან სწრაფად შეუძლია სიტუაციის შეფასება და ბოლო, გადამწყვეტი პასის გაკეთება. კევინი იდეალურად ფლობს ბურთს, მაგრამ არ არის ფინტების დიდად მოყვარული, ის უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას მარტივი გადაცემების გაკეთებას და შორეულ დარტყმებს, ვიდრე გზაზე რამდენიმე მოთამაშის გაცურებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დახვეწილი, ზუსტი პასი და დარტყმა აქვს, დე ბრუინი მაინც დიდებულ ინდივიდუალურ შედეგს დებს, რაც გუნდს ძალიან ეხმარება. კევინმა ბუნდესლიგის რეკორდი მოხსნა საგოლე პასების რაოდენობით, რაც შთამბეჭდავი მიღწევაა, 20 საგოლე გადაცემა - ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია. დე ბრუინის მიმართ ყველაზე მეტად მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული, რადგან კლუბი ძველი გვარდიის შეცვლას გეგმავს და კევინი იდეალური ვარიანტია, რადგან ბუნდესლიგას კარგად იცნობს და წესით არ უნდა გაუჭირდეს "რეკორდმაისტერში" ათამაშება. "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" კი როგორც ყოველთვის ინტერესდებიან ახალგაზრდა, უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელით, რომელიც ალბათ მაინც დარჩება "ვოლფსბურგში" ამ ზაფხულს.

 

#3 ილქაი გიუნდოგანი (24 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: დორტმუნდის ბორუსია

მისით ინტერესდებიან: რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი

სატრანსფერო ღირებულება: 20 მლნ.

პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი, ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი

ძლიერი მხარეები: ტექნიკა, პასი, მოედნის ხედვა, დარტყმა, ორთაბრძოლები

სუსტი მხარეები: ტრავმიანობა

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 32 მატჩი, 3 გოლი, 5 საგოლე პასი

 

ეს უნივერსალური და ჩინებული ნახევარმცველი აუცილებლად დატოვებს დორტმუნდის "ბორუსიას" ამ ზაფხულს. მხარეებმა უარი განაცხადეს კონტრაქტის გახანგრძივებაზე, რომელიც 2016 წელს იწურება და იმისათვის, რომ "ბორუსიამ" მიიღო ფულადი კომპენსაცია, საჭიროა ილქაის ახლავე გაყიდვა. უკვე დაიწერა, რომ გიუნდოგანის მიმართ სერიოზულად ინტერესდება "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც მატს ჰუმელსის შეძენაც სურს და მზად არის 60 მილიონი ევრო გადაიხადოს ორივე გერმანელის სანაცვლოდ. ამის შემდეგ დაიწერა, რომ მისით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებოდა, რომელსაც ცენტრის გაახალგაზრდავება სჭირდება. ბოლოს კი, კატალონიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილქაიმ "ბარსელონაში" გაიარა სამედიცინო შემოწმება და იანვარში გადავა კამპ ნოუზე. "ბარსას" ხელმძღვანელობა მასში ხავის შემცვლელს ხედავს. როგორც ხვდებით, სიტუაცია საკმაოდ რთულია, ჯერ არაფერია დაზუსტებით ცნობილი და მხოლოდ ჭორების სახით თუ გაიგებს ვინმე გიუნდოგანის მომავლის შესახებ. ის, რომ ილქაი ჩინებული მოთამაშეა, ძალიან ძლიერი საყრდენი ამაზე ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ ზურგის ქრონიკული ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ერთი სეზონი გამოტოვა, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, გიუნდოგანმა ეს პრობლემა მოაგვარა. ასე, რომ ვნახოთ სად გააგრძელებს კარიერას გერმანიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.

 

#2 პოლ პოგბა (22 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: იუვენტუსი

მისით ინტერესდებიან: რეალი, ბარსელონა, პსჟ

სატრანსფერო ღირებულება: 50 მლნ.

პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი

ძლიერი მხარები: ტექნიკა, პასი, მოედნის ხედვა, დარტყმა, ორთაბრძოლები

სუსტი მხარეები: ასეთები არ არსებობს

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 39 მატჩი, 10 გოლი, 6 საგოლე პასი

 

დღესდღეობით ყველაზე მრავალფეროვანი საყრდენი ნახევარმცველი ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერია და შავ-თეთრ მაისურში გამოწყობილი ბრწყინავს. პოლ პოგბას აბსოლიტურად ყველაფერი შეუძლია, დაწყებული შეტევების ჩაშლით და დამთავრებული შეტევების დაგვირგვინებით. ფიზიკურად ძლიერია, ტექნიკურად ძლიერია, მენტალურად ძლიერია, გამოცდილება ასაკის ფონზე არ აკლია და ერთადერთი, რაც შესაძლოა იყოს ხელის შემშლელი - ზედმეტი სიკარგეა. "იუვენტუსის" ქომაგები უდიდეს პატივს სცემენ პოლ პოგბას, რომელიც უდიდეს სარგებელს უტანს საკუთარ გუნდს და უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა "იუვესთვის". თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაუჭირდება ტურინულ გრანდს მისი შენარჩუნება. პოლის მიმართ ესპანური გიგანტები და ყოვლისშემძლე "პსჟ" ინტერესდება. რომელ გუნდს არ მოუხდება პოლ პოგბა? თუმცა, ყველაზე მეტად ალბათ "ბარსელონას" სჭირდება ფრანგის მსგავსი მოთამაშე, რომელიც ნებისმიერ დროს გამოადგება საკუთარ გუნდს. რაკიტიჩისგან განსხვავებით, პოლი უფრო სხარტია, ტექნიკური და თამამი, ინიესტასგან განსხვავებით უფრო ახალგაზრდა, თანაც საოცრად მონდომებულია, აშკარად ჩანს თუ როგორ უყვარს ფეხბურთი და რაოდენ დიდ სიამოვნებას იღებს პროცესისგან. პოლი უდავოდ ყველაზე სასურველი იქნებოდა რომ არა ტურინის "იუვენტუსი". გახსოვთ პოლის სიტყვები, როდესაც მას ჰკითხეს სხვა გუნდის ინტერესებზე? მან უპასუხა: "იცით, როდესაც არავის ვჭირდებოდი, "იუვენტუსმა" მომცა შანსი. ახლა კი, როდესაც გავიზარდე და ძლიერ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი, უცბად ყველასათვის სასურველი გავხდი, მე კი აქ დავრჩები, ტურინში".

 

#1 რაჰიმ სტერლინგი (20 წლის)

ამჟამინდელი კლუბი: ლივერპული

მისით ინტერესდებიან: არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, რეალი, ბაიერნი

სატრანსფერო ღირებულება: 30 მლნ.

პოზიცია: ვინგერი

ძლიერი მხარეები: ტექნიკა, დრიბლინგი, მოედნის ხედვა

სუსტი მხარეები: ეგოიზმი, გამოცდილება, ეფქტურობა

2014/15 წლების სეზონის სტატისტიკა: 52 მატჩი, 11 გოლი, 8 საგოლე პასი

 

ნამდვილად არასამართლიანია რაჰიმ სტერლინგის პოგბაზე, გიუნდოგანზე, დე ბრუინზე, გრიზმანზე, დი მარიაზე წინ დაყენება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელებზე გვაქვს საუბარი, ამ მხრივ ინგლისელი - უბადლოა, მის მიმართ მსოფლიოში ყველაზე მეტი კლუბი იჩენს ინტერესს. 19 წლის რაჰიმმა ჯერ კიდევ 2013/14 წლების სეზონში მოახდინა ნამდვილი სასწაული, მაგრამ იმის გამო, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, დარჩა ენფილდზე და გააგრძელა წარმატებით ასპარეზობა. 2015 წლის დასაწყისში კი გაირკვა, რომ სტერლინგი არ გაახანგრძლივეს კონტრაქტს მერსესაიდულ გრანდთან და ზაფხულში დატოვებს კლუბს. სტერლინგი ყველამ მიწასთან გაასწორა, "ლივერპულის" ქომაგებმაც დაჯილდოვების ცერემონიალზე უსტვინეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მისი ასაკი. რაჰიმი მხოლოდ 20 წლის არის, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ის ფაქტი, რომ 20 წლის შემტევით უკვე ამდენი დიდი კლუბი ინტერესდება - თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. სტერლინგს უდიდესი პოტენციალი აქვს, დასახვეწია, მაგრამ ამისთვის დრო აქვს, მთავარია იპოვოს ზუსტი ადგილი და განვითარდეს ისე, როგორც საჭიროა. სტერლინგის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგება და ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს.

 

ამ ფეხბურთელების გარდა, კიდევ არაერთი მაღალი დონის მოთამაშემ შეიძლება შეიცვალოს სამუშაო ადგილი ევროპის მასშტაბით, მაგრამ ეს ათი ალბათ მაინც ყველაზე გამორჩეულია და სავარაუდოდ მათზე გააკეთებენ აქცენტს უმრავლესობა. ძალიან ცოტა, სულ რაღაც ხუთი დღე დარჩა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, რომელსაც უდიდესი ინტერესით ველოდებით.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1432652498_hot-football.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi