FCI.ge
FCI.ge
A Bola: გაიტანი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა |
ავტორიტეტული პორტუგალიური გაზეთი "A Bola" იტყობინება, რომ ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველი ნიკოლას გაიტანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.
საკმაოდ პოპულარული გაზეთის მთავარ გვერდზე, ნიჭიერი, უნივერსალური არგენტინელის სურათი იყო წარწერით: "გაიტანი "მანჩესტერ იუნაიტედში", 30 მილიონ ევროდ".
გარდა ამისა, პორტუგალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნიკოლას გაიტანის ოლდ ტრაფორდზე გადაბარგება, ხუთშაბათს დადასტურდება ოფიციალურად.
27 წლის გაიტანმა, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში და სამი გოლი გაიტანა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.