FCI.ge
FCI.ge
21-კაციანი სია და დანაკლისები |
ტოტენჰემის მსგავსად, დანაკლისები ინტერშიც შეინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, "ნერიაძურის" ბანაკიდან ლონდონში ვერ გაემგზავრებიან ესტებან კამბიასო და ჟულიო სეზარი. ორივე ფეხბურთელმა გასულ უიკ-ენდზე ჯენოასთან მატჩის დროს მიიღო ტრავმა. კამბიასოს სავარაუდოთ სულეი მუნტარი შეცვლის, რომელმაც "გრიფონების" კარში გატანილი გოლით კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას თავის შესახებ. ბრაზილიელის ადგილს კი მისი დუბლიორი ლუკა კასტელაცი დაიკავებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე მიიღო. იტალიელი მეკარე პირდება ინტერის ქომაგებს, რომ ღირსეულად შეცვლის ტრავმირებულ სეზარს: "კარიერაში უამრავი მატჩი მაქვს ჩატარებული, თუმცა ტოტენჰემთან დაპირისპირება უდავოდ ყველაზე გამოსარჩევი იქნება, თავი ფილმში მგონია. დამთხვევაა, რომ ორივე გუნდის ძირითადი მეკარეები დაშავებულები არიან. როგორც გავიგე "დეზების" კარს კარლო კუდიჩინი დაიცავს, რაც ძალიან მახარებს, რადგანაც მე მას კარგად ვიცნობ, იგი შესანიშნავი მეკარეა, ისევე როგორც მე. ჩემი მიზანია დავამტკიცო, რომ დიდ მატჩებში შესაძლებელია ჩემს იმედად ყოფნა."-განაცხადა კასტელაციმ La Gazzetta dello Sport-თან საუბარში.
ტოტენჰემი-ინტერის დაპირისპირება ხვალ გაიმართება უაით ჰართ ლეინზე. რასაკვირველია ეს იქნება ხვალინდელი საღამოს ცენტრალური დაპირისპირება, რომელიც სან-სიროზე ნათამაშები საოცარი მატჩის შემდეგ კიდევ უფრო დამაინტრიგებელი და საინტერესო გახდა. გთავაზობთ მილანელების 21-კაციან განაცხადს:
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.