FCI.ge
FCI.ge
ბეილისა და კრაუჩის კომენტარები |
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ტოტენჰემმა" მილანის "ინტერი" მიიღო და წინა კვირას განცდილი მარცხის გამო ინტერნაციონალეს ნამდვილი ბრძოლა გაუმართა. თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გარეთ ბეილი, რომელმაც ჯერ კიდევ პირველ დაპირისპირებაში "სან სიროზე" დაიწყო ბრაზილიელი მაიკონის ტანჯვა-წამება, გუშინ კი პირველი სერიის გაგრძელება ვიხილეთ.
"ტოტენჰემმა" 3-1 დაამარცხა "ინტერი" ვანდერ ვაარტის, კრაუჩისა და პავლიჩენკოს გოლებით. ამჟამად 7 ქულითა და 12 გატანილი გოლის წყალობით ინგლისელები A ჯგუფის ლიდერები არიან, ხოლო 7 ქულითა და 11 გატანილით მეორე ადგილზე არიან "ინტერის" ფეხბურთელები. თამაშის შემდეგ "მამლების" გმირებმა uefa.com-ს შემდეგი ინტერვიუ მისცეს:
გარეთ ბეილი: "მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი ფეხბურთის თამაშისგან. გუნდი იდეალურად აკეთებდა ყველაფერს და რა თქმა უნდა ეს მიადვილებდა თავის წარმოჩენას. ჩვენ კარგად ვიცოდით მათი სისუსტეები და ასევე გვყავდა ფეხბურთელები, რომლებმაც ეს გამოიყენეს ჩვენდა სასარგებლოდ.
ჩვენ მხოლოდ ვცდილობდით, რომ ფურთით სწორი პოზიციიდან შეგვეტია და სამაგიერო გადადვეხადა წინა კვირისთვის."
პიტერ კრაუჩი: "ლივერპულში მრავალი კარგად გასახსენებელი საღამო მქონდა, მაგრამ მოდით ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ. მე დღევანდელით ვცხოვრობ, ჩემთვის გუშინდელი შეხვედრა დაუვიწყარი იყო. გუნდმა იდეალურად ითამაშა. გუშინ ნამდვილად ჩვენი საღამო იყო და ასეთ დროს ტოტენჰემს ნებისმიერი კონკურენტის დამარცხება შეუძლია. შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ, თუმცა გუშინ დაცვის იდეალურმა თამაშმა განაპირობა საბოლოო გამარჯვება."
ტოტენჰემი-ინტერი 3-1 (1-0)
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.