FCI.ge
FCI.ge
''გამარჯვებულის სულისკვეთება კვლავ ჩვენშია'' |
მილანის ინტერის ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისმა თანაგუნდელებმა უნდა დაივიწყონ გასული სეზონის ტრიუმფი, მაგრამ არ უნდა დაკარგონ გამარჯვებულის სულისკვეთება. ტოტენჰემთან მარცხი ნამდვილი ცივი შხაპი იყო იმ წარმატებების ფონზე, რასაც "ნერიაძურიმ მიაღწია წინა წელს.
ჰოლანდიელმა თავის Facebook-ის ვებ-გვერდზე შემდეგი ინფორმაცია დატოვა: "ძალიან ვწუხვარ ტოტენჰემთან მარცხის გამო, თუმცა ფეხბურთში ხომ შეუძლებელია ყველა თამაშის მოგება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია და არა ფსიქიკური, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გამარჯვებული გუნდის სულისკვეთება, რათა კვლავ შევძლოთ მიღწეული წარმატებების გამეორება."
"შარშან მე ყველაფერი ჩავაქსოვე ინტერის თამაშში, ნატკენი ფეხითაც კი მიწევდა მოედანზე გამოსვლა იმიტომ, რომ გუნდს ვჭირდებოდი. რა თქმა უნდა ეს ჟინი ახლაც არ არის მკვდარი ჩემში და კვლავ ძველებურად ვიბრძვი ჩემს გუნდთან ერთად. ერთი წაგებით კი ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ."-დაასრულა სნეიდერმა.
ინტერს ახლა 7 ქულა აქვს ჯგუფში, ისევე როგორც ტოტენჰემს, ლიდერებთან ახლოს არის ტვენტეც, რომელიც მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება მათ. სერია ა-ში კი "შავ-ლურჯები" მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ ლაციო 4 ქულით არის მათზე წინ. სნეიდერს რაც შეეხება, როგორც ვიცით მან 2015 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება და ამით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჭორებს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესახებ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.