FCI.ge
FCI.ge
ვოლფსბურგი მაიკონით დაინტერესდა |
გერმანიის ვიცე-ჩემპიონი კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ფიქრი შემადგენლობის გაძლიერებაზე მომდევნო სეზონისთვის.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ "ვოლფსბურგის" წარმომადგენლები უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ "პორტოს" ბრაზილიელი მცველის, მაიკონის შესაძენად.
გერმანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ "მგლებს" შეუძლიათ ათი მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირონ ცენტრალური მცველი, რომელმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი ჩემპიონთა ლიგაზე.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიური კლუბი უკვე დატოვა ძირითადის მარჯვენა მცველმა, ასევე ბრაზილიელმა დანილომ, რომლის სანაცვლოდ მადრიდის "რეალმა" 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.