FCI.ge
FCI.ge
რეალმა კასემირო დაიბრუნა |
ახალგაზრდა ბრაზილიელი საყრდენი კასერიმო მადრიდის "რეალში" დაბრუნდება და ამ სეზონიდან "სამეფო კლუბის" ღირსებას დაიცავს.
ეს სეზონი 23 წლის კასემირომ "პორტოში" ჩაატარა იჯარის წესით და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. პორტუგალიური გრანდის რიგებში, ბრაზილიელმა 40 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ოთხი გოლი შეაგდო.
"პორტოს" ჰქონდა უფლება, რომ 15 მილიონ ევროდ გამოესყიდა კასემიროს კონტრაქტი, რაც "დრაკონებმა" გააკეთეს. თუმცა, "რეალი" არ შეეგუა ამ ფაქტს და მოისურვა საკუთარი ფეხბურთელის დაბრუნება, რის გამოც ჯარიმა გადაიხადა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდულმა გრანმდა 7,5 მილიონი ევრო გადაიხადა კასემიროს გადაბირებისთვის, ეს ინფორმაცია "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.