FCI.ge
FCI.ge
ჰანოვერმა ანდრეასენთან გაახანგრძლივა |
32 წლის დანიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ლეონ ანდრეასენმა ახალი კონტრაქტი გააფორმა საკუთარ კლუბთან.
"ჰანოვერის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ანდრეასენმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება და 2016 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს HDI არენაზე.
"მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ახლა შემიძლია მხოლოდ "ჰანოვერში" თამაშზე ვიფიქრო. ეს ჩემი სახლია, აქ ჩემი ვაჟი ცხოვრობს, ამიტომ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე", - განაცხადა ლეონმა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეასენი "ჰანოვერში" 2010 წელს გადავიდა "ფულჰემიდან" და ამ დროის მანძილზე, 80 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.