FCI.ge
FCI.ge
ვან დერ სარი: დე ხეა შეუცვლელი არ არის |
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ედვინ ვან დერ სარმა, ისაუბრა დავიდ დე ხეას შესაძლო წასვლაზე.
ახალგაზრდა ესპანელი, რომელმაც უნიკალური სეზონი ჩაატარა, შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს და ეს რათქმაუნდა სერიოზული დანაკლისი იქნება "მანკუნიანელებისთვის", მაგრამ ვან დერ სარის აზრით, დე ხეა არ არის შეუცვლელი კარის ხაზზე.
"რათქმაუნდა, არ მაქვს ინფორმაცია თუ რა კანდიდატები განიხილებიან მის შესაცვლელად თუ დე ხეა დატოვებს კლუბს. ბოლო პერიოდში, ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. რომ სურდეს დარჩენა, დიდი ალბათობით, აქამდე გააფორმებდა ახალ კონტრაქტს.
სეზონს, გუნდი 11 ძირითადი ფეხბურთელით იწყებს, მაგრამ ზოგიერთი რამ შესაძლოა არ გამოვიდეს, არ ამუშავდეს, ამიტომ არავინ არის შეუცვლელი. დარწმუნებული ვარ, თუ დავიდი წავა, გუნდი კარგ მემკვიდრეს იპოვნის.
დე ხეას არანორმალური რეაქცია აქვს, კარგად თამაშობს კუთხურების დროს. მან სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ვან გაალს მოსწონს მეკარეები, რომელთაც შეუძლიათ ფეხით თამაში და პირდაპირ მცველებთან ერთად მოქმედება. ვიქტორ ვალდესი სწორედ ასე თამაშობდა "ბარსელონაში", მაგრამ კლუბმა შესაძლოა სხვა სტილის მეკარე დაიმატოს", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.