FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კოლუმბია ჩავარდა, ბრაზილია კი ნეიმარმა იხსნა

15-06-2015
1 კომენტარი

კოპა ამერიკის მორიგმა სათამაშო დღემ დაამტკიცა, რომ ასეთ ტურნირებზე ნებისმიერი თამაში შეიძლება გამოდგეს საოცარად რთული, თუნდაც მაშინ, როდესაც აშკარა ფავორიტი ხარ და გაცილებით უკეთესი შემადგენლობა გყავს, ვიდრე მოწინააღმდეგეს.

 

პირველ რიგში დავიწყოთ იმიტ, რომ კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო, მაგრამ გუშინ უბრალოდ საშინელი მატჩი ჩაატარა, ჩავარდა, ვენესუელას წინააღმდეგ. თავისმხრივ, სანვისენტეს გუნდმა საკმაოდ ორგანიზებული, ჭკვიანური ფეხბურთი ითამაშა და გუნდურად დაამარცხა უფრო ძლიერი კოლექტივი. თავიდანვე გამოჩნდა, რომ კოლუმბიელთა რიგებში ყველაფერი ვერ იყო წესრიგში, რადგან მათ უჭირდათ ბურთის კონტროლი მეტოქის ნახევარზე, შეტევების ორგანიზება და ხშირად უშვებდნენ შეცდომას. ვენესუელელებმა კი საკმაოდ კარგად დაიწყეს და საბოლოოდ ამან გამოიღო შედეგი. პირველი სახიფათო მომენტი ცოტა გვიან, მაგრამ მაინც შედგა - სალომონ რონდონმა ბრწყინვალე გადაცემით პირისპირ დატოვა მეკარესთან ხუან ვარგასი, მაგრამ დავიდ ოსპინამ იხსნა კოლუმბიის ნაკრები. ტაიმის მიწურულს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ალეხანდრო გერას, რომელმაც ჩინებული მატჩი ჩაატარა და 42-ე წუთზე არ გაუმართლა კარგი დრიბლინგის შემდეგ.

 

მეორე ნახევარიც ანაოგლიურად წარიმართა, რონდონმა პირველი გოლი მალევე შეაგდო, მაგრამ წესების დარღვევით და გაუქმდა. თუმცა, ამ ეპიზოდიდან დაახლოებით ოთხ-ხუთ წუთში, სალომონმა მოახერხა თავის გამოჩენა. მარჯვენა ფლანგზე, ვეტერანმა ხუან არანგომ აუტიდან მიიღო ბურთი და ერთი შეხებით ჩააგდო საჯარიმოში, სადაც სწრაფად შევიდა გერა და თავით გადააწოდა რონდონს, რომელმაც ასევე თავით აუღებელი დაურტყა ოსპინას - 1:0, სრულიად ვენესუელა ზეიმობდა. დარჩენილ დროში კოლუმბიელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა შეტევისა და ბოლომდე ბრძოლისა. უკანასკნელ 15 წუთში ხოსე პეკერმანის გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ძალიან კარგი იყო ვენესუელას მეკარე ბაროხა, რომელმაც ჯერ ჯეიმს როდრიგესს აუღო, შემდეგ კარდონას. კარგი შანსი ჰქონდა საპატასაც. ბოლო ათი წუთი კი კოლუმბიის ნაკრებმა სამი თავდამსხმელით ჩაატარა - ფალკაო, ბაკა ტეო გუტიერესმა შეცვალა, ჯექსონ მარტინესი კი არმეროს მაგივრად შევიდა, მაგრამ ამან ვერ უშველა გუნდს. ყველაზე რეალური შანსი ხუან კუადრადომ უაზროდ გაანიავა, როდესაც ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილმა ბურთს საერთოდ ააცილა ფეხი. ასე და ამგვარად, კოლუმბიამ დაიმსახურა მარცხი და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

 

ამ თამაშის შემდეგ, ბრაზილიელებმა და პერუელებმა საოცარი, სასაცილო, სანახაობრივი სტარტი აიღეს. უკვე მესამე წუთზე, საჯარიმოში ბრაზილიელებმა საოცრებები ჩაიდინეს: ჯერ დავიდ ლუისმა დაუგორა მეტოქესთან ბრძოლის დროს ჟეფერსონს, რომელმაც უხეიროდ გამოიტანა ბურთი, ალვეშიც ვერ გაერკვა სიტუაციაში, გაეპარა კუევე და ამ უკანასკნელმაც აურებლად გაისროლა - 1:0, ბრაზილიელებმა საშინლად დაიწყეს კოპა ამერიკა. თუმცა, ზუსტად ორ წუთში, დანი ალვეშმა ჩააწოდა მარჯვენა ფლანგიდან და ნეიმარმა ძალიან მარტივად გაათანაბრა ანგარიშით თავური დარტყმით, მას არავინ უშლიდა ხელს, პერუს დაცვა უბრალოდ ჩავარდა. ამის შემდეგ, ორი კარგი მომენტი ჰქონდა ბრაზილიის ნაკრების კაპიტანს: ჯერ შორიდან დაარტყა არაზუსტად, შემდეგ კი დიეგო ტარდელისთან გათამაშებული კომბინაციის დაგვირგვინება განიძრახა, მაგრამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა ფრანკფურტის "აინტრახტის" ცენტრალურმა მცველმა ივან სამბრანომ. ჰქონდა მომენტი პერუსაც და კიდევ დიეგო ტარდელის, რომლის თავურიც არაზუსტი გამოვიდა. საწყისი 20 წუთი ფენომენალური გამოვიდა და ფეხბურთის გულშემატკივრებმა გავიხარეთ.

 

თუმცა, მოულოდნელად, თამაშის სურათი შეიცვალა, პერუ დადგა დაცვაში და არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა ბრაზილიის ნაკრებს. პერუელთა სუსტი წერტილი მარცხენა მცველის პოზიცია იყო, მაგრამ ცენტრში სამბრანო დიდებულად მოქმედებდა. პირველ ტაიმში, მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა და მეორე ნახევარიც ცუდად დაიწყო, ბრაზილია ვერ ახერხებდა მომენტების შექმნას, მხოლოდ ნეიმარი, ნეიმარი და ნეიმარი...სწორედ "ბარსას" ვარსკვლავს ჰქონდა ორი მომენტი, მაგრამ ჯერ ააცილა, შემდეგ კი სამბრანომ დაუფარა ახლო მანძილიდან. თუმცა, ნეიმარი რისი ნეიმარია თუ ასეთ დროს არ დაეხმარა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ნეიმარმა კარგად წაიღო ბურთი მარცხენა ფლანგზე, შეიწია ცენტრისკენ და მაშინ, როდესაც ყველას ეგონა რომ დაარტყამდა, დიდებული პასი გააკეთა საპირისპირო ფრთაზე საჯარიმოში, სადაც შეცვლაზე შესული დუგლას კოსტა მარტო იმყოფებდა, მანაც მიიღო ბურთი და მარტივად წინ გაიყვანა "სელესაო" - 2:1! დრო დარჩენილი აღარ იყო, ასე რომ კარლოს დუნგამ პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დიდი გაჭირვებით და ნეიმარის წყალობით, ბრაზილიის ნაკრებმა ვერ აჩვენა სათანადო დონის ფეხბურთი, მაგრამ იმედია მოუმატებს.

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434339131_1614810-34293848-1600-900.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi