FCI.ge
FCI.ge
უილშირი: როგორც იქნა გამომივიდა პირველი გოლების გატანა |
ლონდონის "არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველი ჯეკ უილშირი გახარებულია გუშინდელი მატჩით, რომელიც მისთვის განსაკუთრებული გამოდგა.
ევრო 2016-ს შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ინგლისის ნაკრებმა სტუმრად 3:2 მოუგო სლოვენიას საოცარ მატჩში და ორი გოლი გაიტანა ჯეკმა, თანაც ორივე ძალიან ლამაზ და ერთნაირ სტილში. თანაც, ეს მისი პირველი გოლები იყო "სამი ლომის" მაისურით.
"კარგია, რომ როგორც იქნა გამომივიდა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლების გატანა. ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს.
პირველმა ბურთმა თავდაჯერებულობა შემმატა. უკვე მითქვამს, რომ უფრო მეტი უნდა გავიტანო. ლამპარდს, ჯერარდს და სქოულზს ხშირად გაჰქონდათ ნაკრებში. ამაზე კიდევ მაქვს სამუშაო", - განაცხადა უილშირმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.