FCI.ge
FCI.ge
ნეიმარი: სასტარტო მატჩი აროსოდეს არის მარტივი |
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიდერმა და უბრალოდ ნეიმარმა, შეაფასა პერუსთან მოპოვებული რთული გამარჯვება, რომელიც მისმა უნიკალურმა თამაშმა განაპირობა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი რთული გამოვიდა. ნებისმიერი ტურნირის სასტარტო თამაში ყოველთვის პრობლემატურია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სამხრეთ ამერიკულ გუნდს ეთამაშები. აქ ძალიან მაღალი კონკურენციაა. მიუხედავად ამისა, გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მინდა, რომ კიდევ დავეხმარო გუნდს, გავიტანო გოლები და გავაკეთო საგოლე გადაცემები. ჩემი მიზანი - ბრაზილიის ნაკრების წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანაა", - აღნიშნა "ბარსელონას" მოკრძალებულმა შემტევმა.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის ნეიმარმა, 64 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრების მაისურით და ამ მაჩვენებლით უკვე მეხუთეა. ყველა დროის რეკორდმსენი რათქმაუნდა პელეა - 77 ბურთი, მაგრამ ნეიმარს ყველაფერი წინ აქვს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.