FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: რეიესმა გაახანგრძლივა |
გამოცდილმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ხოსე ანტონიო რეიესმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ანდალუსიურ კლუბთან.
"სევილიას" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ხოსე ანტონიომ მოქმედი ხელშკერულება ორი წლით გადაავადა და 2017 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს რამონ სანჩეს პენხუანზე.
31 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, 2014/15 წლების სეზონში, 19 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რეიესი 2012 წლის ზაფხულს შეუერთდა "სევილიას" და ზედიზედ ორჯერ მოიგო გუნდთან ერთად ევროპის ლიგა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.