FCI.ge
FCI.ge
ვალენსიამ როდრიგო გამოისყიდა |
24 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი როდრიგო მორენო "ვალენსიას" სრულფასოვანი წევრი გახდა.
როდრიგომ ძალიან კარგად ითამაშა ლისაბონის "ბენფიკას" მაისურით, რის შედეგადაც, 2014 წლის ზაფხულში, "ვალენსიამ" იჯარით აიყვანა. 2014/15 წლების სეზონში, პორტუგალიელმა 31 მატჩი ჩაატარა ესპანეტის პრიმერაში, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ როდრიგომ ვერ ჩაატარა ძალიან კარგი სეზონი და გარკვეულწილად იმედებიც ბოლომდე ვერ გაამართლა, "ღამურები" მზად არიან მისცენ დრო ახალგაზრდა, საკმაოდ ნიჭიერ შემტევს და გამოისყიდეს მისი კონტრაქტი.
როდრიგო მორენომ ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა "ვალენსიასთან", ტრანსფერის დეტალები კი უცნობია.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.