FCI.ge
FCI.ge
კარლოსი: სამწუხაროდ, რეალი მხოლოდ მოთამაშეების ნიჭით არ ინტერესდება |
მადრიდის "რეალის" ყოფილი მარცხენა მცველი, ლეგენდარული რობერტო კარლოსი აცხადებს, რომ "სამეფო კლუბი" ყოველთვის არ ყიდულობდა მოთამაშეებს, სპორტული გათვლებით.
"ედეგორის თამაში მხოლოდ ერთხელ ვნახე. "რეალში" ფიქრობენ, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და ის მართლაც ძალიან ნიჭიერია.
თუმცა, ზოგჯერ "რეალი" მხოლოდ მოთამაშის ნიჭით არ ინტერესდება, რადგან უფრო მეტის მიღება სურთ. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე მაგალითის მოყვანაც შემიძლია: დევიდ ბექჰემი და ჯეიმს როდრიგესი, რომლებიც მარკეტინგული თვალსაზრისით არიან ძალიან მნიშვნელოვანნი", - განაცხადა ბრაზილიელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.