FCI.ge
FCI.ge
ნეიმარი: ოქროს ბურთი მესიმ უნდა მოიგოს |
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი დარწმუნებულია, რომ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მისი პარტნიორი ლიონელ მესი გახდება.
არგენტინელმა ვარსკვლავმა ბოლოს 2012 წელს მოიგო ოქროს ბურთი, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდომ მოიპოვა ზედიზედ ორჯერ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო.
ახლა, მესის უნიკალური შანსი აქვს, რომ მეხუთედ მოიპოვოს მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელის სტატუსი, რადგან 2014/15 წლების სეზონში ყველაფერი მოიგო "ბარსელონასთან" ერთად და ფანტასტიკურად თამაშობდა.
"ამ წელს, ოქროს ბურთს უკვე ჰყავს მფლობელი. მესი იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, ყველაზე მეტად. რაც შემეხება მე, იმედი მაქვს, სამეულში მაინც მოვხვდები", - განაცხადა 22 წლის ნეიმარმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.