FCI.ge
FCI.ge
ლიოვი: გიოტცემ არა ბეკენბაუერს, არამედ მწვრთნელებს უნდა მოუსმინოს |
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იახიმ ლიოვი მარიო გიოტცეს მოუწოდებს, რომ არ მიაქციოს ყურადღება მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტის, ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებს.
კაიზერ ფრანცმა საჯაროდ გააკრიტიკა მარიო წარუმატებელი სეზონის გამო, ლეგენდამ გიოტცეს უხასიათო მოთამაშე უწოდა, რომელიც არასწორად უდგება საკუთარ საქმეს.
"ხალხი, რომელიც მარიოს იცნობს, კარგად იციან, რომ გიოტცე არასოდეს მოქცეულა ქედმაღლურად. ბეკენბაუერმა ეს ყველაფერი ემოციური ფონის გამო თქვა.
უნდა გაიგოთ, რომ გიოტცე ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და შეუძლია უფრო სრულყოფილი გახდეს. ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც მხოლოდ მწვრთნელები ეუბნებიან", - განაცხადა ლიოვმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.