FCI.ge
FCI.ge
რუნი: უილშირს შეუძლია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს |
"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, უეინ რუნიმ შეაქო საკუთარი თანამემამულე ჯეკ უილშირი, რომელმაც ფანტასტიკურად ჩაატარა ევრო 2016-ს შესარჩევი ციკლის გუშინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრა.
"სამმა ლომა" სტუმრად 3:2 მოუგო სლოვენიის ეროვნულ გუნდს საკმაოდ რთულ ბრძოლაში. ინგლისელები დიდი ხანი აგებდნენ და სწორედ "არსენალის" საყრდენის ორი ულამაზესი გოლით მოახერხეს წინ გასვლა, შემდეგ კი თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა.
"ჯეკმა ფანტასტიკურად ითამაშა, ჩვენ დიდებული ურთიერთობა დავამყარეთ მინდორზე, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის აგრძელებს სწავლას. იმედი მაქვს, ტრავმები აღარ შეაწუხებს და აუცილებლად გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
მისი ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო, მათ მისი მშვენიერი თამაში დააგვირგვინეს. განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმში, როდესაც მთელი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახდა.
კარგია, რომ ის არამხოლოდ ქმნის მომენტებს, არამედ გოლებიც გააქვს. მის მიერ გატანილი ორი გოლი უმნიშვნელოვანესი გამოდგა, მათი წყალობით მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება და წინ გასვლა, ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ", - განაცხადა უეინმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.