FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ჩილე Vs მექსიკა

15-06-2015
1 კომენტარი

2015 წლის კოპა ამერიკა დღითი-დღე უფრო საინტერესო ხდება და დღეს სტარტს აიღებს მეორე ტური. A ჯგუფში, ჯერ ეკვადორის და ბოლივიის ნაკრებები შეერკინებიან ერთმანეთს, შუაღამეს კი ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება, პირველი სერიოზული აფიშა ამ სამხრეთ ამერიკის პირველობის - ჩილის და მექსიკის ეროვნულ გუნდებს შორის.

 

ჩილე Vs მექსიკა

 

ჩემპიონატი: კოპა ამერიკა, II ტური

თარიღი: 03:30 საათი, 16 ივნისი

სტადიონი: ხულიო მარტინეს პრადანოსი, სანტიაგო

მთავარი მსაჯი: ვიქტორ უგო კარილო (პერუ)

პირდაპირი ტრნასლიაცია: -

 

ჩილეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავს და ამის შესახებ საჯაროდ საუბარს არც გუნდის წევრებია ერიდებიან, მათ შორის არტურო ვიდალი, რომელიც მზად არის დაამტკიცოს ეს მოსაზრება. აშკარაა, რომ ჩილელები ტიტულის მოგებას უმიზნებენ, რომელიც ორმაგად ფასეული იქნება, რადგან ტურნირი მათ მიწაზე ტარდება. პირველ ტურში, ჩილემ საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. როგორც ხორხე სამპაოლიმ თქვა, ეს ჩილე ცოტათი განსხვავებული იყო იმ ჩილესგან, რომელიც მუნდიალზე ვიხილეთ. სამპაოლის გუნდი დამაჯერებლად აკონტროლებდა ბურთს და თამაშს, მაგრამ უპირატესობა გოლში მხოლოდ მეორე ტაიმის შუაწელს გარდასახა, როდესაც ვიდალმა პენალტი უბრალოდ გამსტყუა მსაჯს და თავად გარდასახა გოლად. მატჩის მიწურულს კი, სანჩესის დიდებული პასით ედუ ვარგასმა იყოჩაღა და ჩილემ 2:0 მოიგო. მოსალოდნელია, რომ დღეს სწორედ "ქუინს პარკ რეინჯერსის" შემტევი ნახევარმცველი იქნება ძირითადში, მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. სამპაოლი ალბათ 4-3-3 ან 4-3-1-2 ტაქტიკაზე გადავა, ეს უკანასკნელი უფრო ლოგიკურია, რადგან თავდასხმაში სანჩესი-ვარგასის დუეტს უკვე აქვს ნათამაშები, მათ უკან კი ვალდივია იმოქმედებს. ჩილეს ნაკრებს მატიას ფერნანდესი ვერ დაეხმარება, რომელმაც ეკვადორთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცირებულია. ვნახოთ როგორ ითამაშებს ჩილე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გაიფორმებს ფლეი-ოფის საგზურს.

 

მექსიკის ნაკრები კი შესუსტებული შემადგენლობით იმყოფება ჩილეში, რადგან ივლისის თვეში კიდევ ერთი კონტინენტური პირველობა ელოდება. პირველ ტურში, ბოლივიათან საშინელი მატჩი ვიხილეთ, სადაც მექსიკა ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი შეუძლია თუნდაც ამ ფორმაციას კოლექტივს. მიგელ ერერა კვლავ 5-3-2 ტაქტიკით ათამაშებს გუნდს, მაგრამ შემადგენლობა ფაქტიურად მეორეა, წამყვანი მოთამაშეების გარეშე. თანაც, გუნდს ჯგუფურ ეტაპზე კაპიტანი, ლიდერი და დაცვის წინამძღოლი რაფა მარკესი დააკლდება. ვეტერანმა მექსიკელმა ბოლივიასთან შეხვედრაში მიიღო ბარძაყის ტრავმა და გარკვეული დრო სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის. სავარაუდოდ, მარკესის არყოფნაში, ერერა სამპაოლის მსგავსად შეცვლის სქემას. ცენტრში დომინგესი-აიალას დუეტი იქნება და შეტევაში ალბათ განხორციელდება რამდენიმე ცვლილება. დიდი ალბათობით, ოსუნას, აკინოს, მარკო ფაბიანს და რაულ ხიმენესს პირველივე წუთებიდან ვიხილავთ მინდორზე. იმისათვის, რომ მექსიკამ შეინარჩუნოს შანსები, დღეს მინიმუმ ფრე სჭირდება, წინააღდეგ შემთხვევაში ეკვადორს უნდა უქომაგოს, რათა ბოლო ტურში ყველაფერი მათზე იყოს დამოკიდებული.

 

მატჩი საინტერესო უნდა გამოდგეს, მექსიკა მეორე გუნდით არის ტურნირზე, მაგრამ მაინც მებრძოლი და ორგანიზებული კოლექტივია. მიგელ ერერა კი ჭკვიანი სპეციალისტი და ვნახოთ როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ მექსიკელების ტურნირის მასპინძლებს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩილე: ბრავო - ისლა, ხარა, მედელი, მენა - ვიდალი, მარსელო დიასი, არანგისი - ვალდივია - ედუ ვარგასი, სანჩესი.

 

მექსიკა: ხოსე კორონა - ფლორესი, დომინგესი, აიალა, ალდრეტე - გუემესი, ოსუნა - აკინო, ფაბიანი, ხესუს კორონა - რაულ ხიმენესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ჩილეს მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული კოპა ამერიკაზე მექსიკის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მათ ბოლო შეხვედრაში მოხდა 2011 წელს. დანარჩენი ოთხი მატჩიდან ერთი ფრედ დასრულდა და სამი მექსიკამ მოიგო.

 

  • მექსიკის ნაკრებმა, ბოლოს, 2001 წელს დაამარცხა ჩილეს ეროვნული გუნდი, კოპა ამერიკის ნახევარფინალში.

 

  • "ლა როხას" შვიდი თამაში აქვს ჩატარებული კომა ამერიკაზე კონკაკაფის წარმომადგენელთან და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, მექსიკასთან 2011 წელს (1ფ, 5წ).

 

  • კოპა ამერიკის ეგიდით, ჩილეს მიერ მექსიკის კარში გატანილი სამივე გოლი ბოლო 25 წუთში გავიდა, ერთი მარცხენა ფეხით, მეორე მარჯვენა ფეხით და ბოლო თავით.

 

  • ბოლივიასთან ჩატარებული შეხვედრა, კლაუდიო ბრავოსთვის გამოდგა ისტორიული, რადგან ის ჩილეს ნაკრების ისტორიაში ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გახდა - 90 თამაში.

 

  • დავიდ პისარომ კოპა ამერიკაზე 16 წლიანი პაუზის შემდეგ ჩაატარა მორიგი მატჩი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი შესვენებაა.

 

  • ჩილეს ეროვნულ ნაკრებს, 2001 წლის შემდეგ არ მოუგია ზედიზედ ორი მატჩი კოპა ამერიკაზე.

 

  • ბოლო ორ კოპა ამერიკაზე, ჩილემ საკუთარი რეკორდი (22 დარტყმა 2011 წელს) და ანტირეკორდი (0 დარტყმა 2007 წელს), მექსიკის წინააღმდეგ დაამყარა.

 

  • მექსიკის ნაკრებს კოპა ამერიკაზე ზედიზედ ოთხი მატჩი არ მოუგია (1ფ, 3წ), კიდევ ერთიც და ანტირეკორდი დამყარდება.

 

წინასამატჩო კომენტარები:

გონსალო ხარა: "ჩვენი მიზანი კოპა ამერიკის მოგებაა, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი. ჩემთვის, ეს ყველაზე რთული კოპა ამერიკაა, რომელიც ოდესმე მინახავს. რაღაცის მოგების უდიდესი სურვილი გვაქვს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ".

 

ხორხე სამპაოლი: "ჩვენი იდეა - მატჩის და ბურთის გაკონტროლებაა. ეკვადორის წინააღდეგ, პირველ ტაიმში კარგად გვეჭირა ბურთი და საკუთარი კარებიდან შორს ვმოქმედებდით. თუმცა, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მეორე ტაიმში, მექსიკა პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან მას სამი ძალიან სწრაფი თავდამსხმელი ჰყავს, ისინი სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში.

 

გვინდა ვიხილოთ გუნდი, რომელიც მეტოქის ნახევარზე ითამაშებს და განახორციელებს ძლიერ ზეწოლას, იმოქმედებს ინტენსიურად. მოთამაშეები, რომლებიც არ არიან მზად ფიზიკურად, ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენ ფუნქციონირებადი ფეხბურთელები გვჭირდება".

 

მიგელ ერერა: "ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩილემ საკუთარი ფეხბურთი ვერ ითამაშოს. ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს საოცრად ტექნიკური მოთამაშეები, განსაკუთრებით ალექსის სანჩესი - ის ძალიან სახიფათოა.

 

ეს იქნება ძალიან რთული მატჩი და კოცენტრაციას აუცილებლად შევინარჩუნებთ, ვეცდებით ბურთის დაჭერას და მის გონივრულად გამოყენებას".

 

ამ გუნდების უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონატი თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
ამხანაგური 07/09/2014 ჩილე           0:0 მექსიკა
ამხანაგური 04/09/2011 მექსიკა           1:0 ჩილე
კოპა ამერიკა 05/07/11 ჩილე           2:1 მექსიკა
ამხანაგური 16/05/10 მექსიკა           1:0 ჩილე
ამხანაგური 25/09/08 მექსიკა           0:1 ჩილე

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434386449_chile-v-mexico-ps_1mdq0at2545nl1ccuzhdem58eu.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi