FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: ემპოლი ჯამპაოლომ ჩაიბარა |
47 წლის იტალიელი სპეციალისტი მარკო ჯამპაოლო ბრუნდება სერია ა-ში და მომავალი სეზონიდან "ემპოლის" უხელმძღვანელებს.
"ემპოლის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ "ნაპოლიში" წასული მაურისიო სარი სწორედ ჯამპაოლომ შეცვალა, რომელმაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სარიმ შესანიშნავად იმუშავა ამ კლუბში და საკმაოდ კარგი, სანახაობრივი კოლექტივი შეკრა, რომელმაც სერია ა-ს გასულ სეზონში მე-15 ადგილი დაიკავა და ღირსეულად იასპარეზა.
თავისმხრივ, ჯამპაოლის საკმარისი გამოცდილება აქვს, რადგან იტალიის უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი აქვს გატარებული "სიენასთან" (2008/09) და "კატანიასთან" (2010/11) ერთად.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.