FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გოლების წვიმა ჩილეში

16-06-2015
0 კომენტარი

კოპა ამერიკის მეორე ტური ფანტასტიკურად დაიწყო და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ორ შეხვედრაში 11 გოლი გავიდა, რაც უბრალოდ არანორმალური მოვლენაა და ჩილეს სხვადასხვა ქალაქებში ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი შედგა.

 

ვალპარისოში, ეკვადორის ეროვნული ნაკრები ბოლივიას დაუპირისპირდა და ფავორიტად ითვლებოდა. თანაც, ეკვადორელთა მთავარი მწვრთნელი გუსტავო კინტეროსი იდეალურად იცნობს ბოლივიურ ფეხბურთს და მის ეროვნულ გუნდს. თუმცა, შეხვედრის სტარტი მოულოდნელი გამოვიდა. უკვე მე-5 წუთზე, ბოლივიის ნაკრები გავიდა წინ - სმედბერგ-დალენსეს კუთხურის შემდეგ, ბოლივიელთა კაპიტანმა და ლეგენდამ, რონალდ რალდესმა თავური დარტყმით ვარდნაში გახსნა ანგარიში. ეკვადორი მცირე შოკში ჩავარდა და მალევე მეორე ბურთი მიიღო. აიოვიმ დაკარგა ბურთი საკუთარ ნახევარზე, რომელიც მორენომ მოიპოვა და დაუგორა სმედბერგ-დალენსეს, რომელმაც ძალიან ლამაზი დარტყმით გაიტანა დაახლოებით 25 მეტრიდან - 2:0! ეკვადორი 25 წუთის შემდეგ, მოვიდა გონს და დაიწყო თამაშის ორგანიზება. პირველი მომენტი ენერ ვალენსიას ჰქონდა, რომელმაც ნობოასგან ბრწყინვალე პასი მიიღო, მაგრამ მეკარეს ვეღარ აჯობა. რამდენიმე წუთში, რომელ კანიონესმა კიდევ ერთი სეივი განახორციელა, როდესაც ნობოას შორეული დარტყმული ფეხით მოიგერია. 36-ე წუთზე კი მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მატჩის მთავარმა არბიტრმა, ჯოელ აგილარმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და აჩუქა პენალტი ეკვადორს. საჯარიმოში მყოფი ენერ ვალენსია დაიძრა, ამავდროულად მცველი მოტრიალდა და ხელით შეეხო ენერს, რომელიც წაიქცა. ბოლივიელთა დამცველი ალბათ ვერ ხედავდა ვალენსიას და ისედაც განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვალენსიამ დამაჯერებლად გაიტანა გოლი, მაგრამ პარტნიორებმა იჩქარეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი თავიდან შეასრულებინა "ვესტ ჰემის" შემტევს. ენერმა ამჯერად კუთხე შეცვალა და ეს კანიონესმა გათვალა, მეკარემ კვლავ იხსნა საკუთარი გუნდი. ტაიმის მიწურულს კი, უკვე აშკარა პენალტი დაინიშნა ეკვადორის კარში სახიფათო თამაშის გამო, რომელიც მარსელო მორენომ გოლად აქცია - 3:0, ეს განადგურებაა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ეკვადორის ნაკრები მოვიდა გონს და დააბრუნა ინტრიგა. უკვე 47-ე წუთზე, ჟეფერსონ მონტეროს ჩინებული სოლორეიდი ენერ ვალენსიამ დააგვირგვინა. ბოლივიელებს ძალიან უჭირდათ, რადგან ეკვადორი საკმაოდ სწრაფად მოქმედებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა, ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა რომელ კანიონესმა, რომელიც ყველაფერს იღებდა 82-ე წუთამდე, როდესაც მილერ ბალანიოსმა დიდებული გოლი გაიტანა შორი მანძილიდან, ალბათ საუკეთესო ამ ტურნირზე რაც აქამდე გვინახავს. დარჩენილ დროში, კანიონესმა კიდევ ერთი სეივი გააკეთა და საკუთარ გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა. ეს იყო ბოლივიელთა პირველი გამარჯვება კოპა ამერიკაზე 1997 წლის შემდეგ, თანაც არამხოლოდ კონკრეტულად ამ ტურნირზე, არამედ ზოგადად სამხრეთ ამერიკაში. თუმცა, ეს კატასტროფული სერია დასრულდა და ბრავო მაურისიო სორის, რომელმაც ძალიან კარგად მოამზადა გუნდი, ბოლივიას მექსიკასთანაც შეეტყო, რომ ორგანიზებული და საიტნერესო კოლექტივია.

 

ბოლივიის ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და ჯერ არ არის ფლეი-ოფში, მაგრამ კოპა ამერიკის ისტორიაში, ოთხქულიანი გუნდი აუცილებლად გადიოდა ჯგუფიდან.

 

დედაქალაქში კი, ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ჩილეს და მექსიკის ეროვნულ გუნდებს შორის. მექსიკელებმა პირველ ტურში ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ მიგელ ერერამ მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, აქედან ერთი იძულებით: ტრავმირებული რაფა მაკრესის მაგივრად, დაცვის ცენტრში ვალენსუელა დააყენა და აგრეთვე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, რაულ ხიმენესს ენდო. ტაქტიკური განლაგება კი არ შეცვილა, მექსიკამ კვლავ 5-3-2 ტაქტიკით დაიწყო. ხორხე სამპაოლიმ კი სქემაც შეცვალა და დაცვის მარცხენა ფლანზგე მენიას მაგივრად მიკო ალბორნოსი გაამწესა. ცენტრში ვიდალი-დიასი-არანგისის ტრიო მოქმედებდა, შეტევაში კი სანჩესი-ვარგასის დუეტი, რომელთაც ვალდივია ეხმარებოდა. პირველი ოცი წუთი გუნდები ნელ-ნელა შევიდნენ თამაშში, აყვნენ რითმს და დაიწყო ფანტასტიკური ფეხბურთი. მე-20 წუთზე, ხესუს კორონამ ჩინებული პასი გააკეთა საჯარიმოში, სადაც ბურთი მედინამ მიიღო და გადააწოდა ვუოსოს, პასი ალბორნოსმა ხელით ჩაჭრა და რომ არა ვუოსოს დარტყმა, პენალტი დაინიშნებოდა, მაგრამ გოლი გავიდა - 1:0. მექსიკამ იზეიმა, ჩილემ ბურთი გაათამაშა ცენტრში, მაურისიო ისლას ჩაწოდება დაუფარეს და კუთხური. ბურთთან მივიდა ჩარლზ არანგისი, მაღალი ჩაწოდება განახორციელა, არტურო ვიდალმა მოიგო პოზიცია, ახტა და იდეალურად ჩასვა ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში - 1:1, ჩილემ უსწრაფესად აღადგინა წონასწორობა. ხუთ წუთში, ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა ფლორესს, კორონას ჩაწოდების შემდეგ ურტყამდა თავით, მაგრამ ჯერ ბრავომ და შემდეგ ხარიხამ იხსნა ჩილე. თუმცა, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი რაუ ხიმენესმა ბრწყვალე თავურით გაახვია კარის ბადეში, მექსიკის ნაკრები კვლავ გავიდა წინ. თუმცა, ხორხე სამპაოლის გუნდი არ დანებდა, მოიპოვა ინიციატივა და ტაიმის მიწურულს დამსახურებული გოლი შეაგდო. ალექსის სანჩესის დიაგონალური გადაცემის შემდეგ, ჩილელებმა მარჯვენა ფრთაზე გაითამაშეს ბურთი, ვიდალმა ჩააწოდა და ედუარდო ვარგასმა თავით აღადგინა წონასწორობა. ჩილეს დაბალმა ნაკრებმა ორივე გოლი თავით გაიტანა - ეს ნამდვილად გასაოცარია.

 

მეორე ტაიმის სტარტზე ჩილე ფანტასტიკური იყო და უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ლოგიკურად დასრულდა. სანჩესის პასის შემდეგ, ვიდალი საჯარიმოში ფლორესმა წააქცია და არბიტრმა ეს კარგად დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ მიგელ ერერა ირონიულად იღიმოდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი სამართლიანად მოხდა. ბურთთან არტურო მივიდა და დუბლი გაიფორმა - 3:2, ჩილე პირველად დაწინაურდა ამ შეხვედრაში. ამის შემდეგ კი მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, ჩილემ გოლიც გაიტანა, ვალდივიას ულამაზესი დარტყმა არ ჩაითვალა, რადგან ვიდალი იმყოფება მცირე თამაშგარეში და უშლიდა ხელს გოლკიპერს. 66-ე წუთზე კი, ჩილეს დაცვამ სერიოზული შეცდომა დაუშვა - ალდრატემ საკუთარი ნახევრიდან ჩინებული პასი გააკეთა საჯარიმოში, სადაც ვუოსომ მოახერხა ორ მცველს შორის დაძრომა და მეკარის გაბითურებაც - 3:3! ამის შემდეგ მინდორზე მხოლოდ სამპაოლის გუნდი იყო, რომელიც ულამაზეს კომბინაციებს ათამაშებდა. იდეალური მომენტი ჰქონდა ვალდივიას, რომელიც სანჩესი-ვარგასი-ვიდალის დიდებულ კომბინაციას აგვირგვინებდა, მაგრამ მცირედით ააცილა. ამის შემდეგ, ხარას ჩაწოდებას ალექსის საჩნესის გოლი მოჰყვა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო მოხდა, მაგრამ სიტუაცია იმდენად საკამათოა, რომ გამეორების შემდეგაც დარჩა ეჭვები, ლაინსმენმა აშკარად არ დაინდო მასპინძელი გუნდი.

 

მექსიკის ნაკრები ეცდება, რომ დაამარცხოს ეკვადორი და შემდეგ დაელოდოს მეორე მატჩის შედეგს, ჩილე კი ფაქტიურად ფლეი-ოფშია, უბრალოდ ბოლივიასთან პირველი ადგილის მოპოვებას ეცდება.

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434426719_chile-vs-mexico-live-stream-highlights-copa-america.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi