FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: არგენტინა Vs ურუგვაი

16-06-2015
1 კომენტარი

დღეს, კიდევ ორი მატჩი გაიმართება კოპა ამერიკაზე, B ჯგუფის ეგიდით. ჯერ პარაგვაი შეხვდება იამაიკის ნაკრებს, შემდეგ კი ჯერჯერობით ყველაზე სერიოზული აფიშა გველოდება - არგენტინის ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ, ტურნირის ორი ფავორიტი და პრინციპული მეტოქეები, წესით ბრწყინვალე სანახაობას გვაჩუქებენ და არაფერს დაუთმობენ ერთმანეთს.

 

არგენტინა Vs ურუგვაი

 

ჩემპიონატი: კოპა ამერიკა, ჯგუფური ეტაპის II ტური

თარიღი: 03:30 საათი, 17 ივნისი

სტადიონი: ლა პორტადა, ლა სერენა

მთავარი მსაჯი: სანდრო რიკი (ბრაზილია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა არგენტინის ნაკრებმა, ტურნირის პირველ შეხვედრაში ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ხერარდო მარტინოს გუნდმა დიდებული პირველი ტაიმი ჩაატარა პარაგვაისთან და 2:0 მოიგო კიდეც, მაგრამ შესვენების შემდეგ, "ალბისელესტემ" დაიჯერა რომ ყველაფერი დასრულებული იყო და ამის გამო დაისაჯა - 2:2 საბოლოოდ. როგორც მარტინომ აღნიშნა, არგენტინამ დაკარგა კონტროლი თამაშზე და დასჯერდა მხოლოდ ერთ ქულას, მაგრამ დაცვაში პრობლემები გამოჩნდა. მოსალოდნელია, რომ დაცვის მარჯვენა ფრთაზე დაბრუნდება პაბლო საბალეტა, პარაგვაის წინააღმდეგ ამ პოზიცაიზე ფაკუნდო რონკალიამ იმოქმედა და ხარვეზები ჰქონდა. სხვა მხრივ, ტატა მარტინო წესით არ შემოგვთავაზებს სიურპრიზებს, შეტევაში მესი-აგუერო-დი მარიას ტრიო ყველაზე ოპტიმალურია ამჟამად. "ალბისელესტერ" მხოლოდ მოგებისთვის გავა მინდორზე, მაგრამ ფლეი-ოფში გასვლის შანსებს ნებიმისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს. არგენტინის ნაკრებს ტურნირის მთავარ ფავორიტად თვლიან და ეს მატჩი არის იდეალური მომენტი იმისათვის, რომ ტატა მარტინოს გუნდმა ეს ყველაფერი დაამტკიცოს, ვნახოთ რა გამოუვათ არგენტინელებს.

 

ლუის სუარესის გარეშე დარჩენილ ურუგვაის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა პირველ ტურში და ყველასათვის მოულოდნელად საკმაოდ რთულ ბრძოლაში დაამარცხა იამაიკის ეროვნული გუნდი. ერთადერთი გოლი შეხვედრაში კრისტიან როდრიგესმა გაიტანა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ აღსანიშნავია ახალგაზრდა ხოსე მარია ხიმენესის შესანიშნავი მოქმედებები, მადრიდის "ატლეტიკოს" დამცველი ნელ-ნელა ემზადება უმაღესი მწვერვალების დასაპყრობად. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა არ დამალა, რომ უკმაყოფილო დარჩა საკუთარი გუნდის თამაშით, მაგრამ იმედი აქვს, რომ ურუგვაი მოუმატებს, რადგან პირველ შეხვედრას თითქმის ყველა გუნდი ასე თუ ისე ხარვეზებით ატარებს. ვერ მოიგო არგენტინამ, ბრაზილიის ნაკრებს კი ძალიან გაუჭირდა და ბოლო წუთებზე შეაგდო გამარჯვების გოლი, ასე რომ ურუგვაის სანერვიულო არ აქვს. ტაბარესი სავარაუდოდ არ შეცვლის სასტარტო თერთმეტეულს, რადგან ამის საჭიროება არ არის. კარგი მატჩი ჩაატარეს შედარებით ახალმა სახეებმა ურუგვაის ნაკრებში: კარლოს სანჩესმა და დიეგო როლანმა. ვნახოთ როგორ ითამაშებს ურუგვაის ნაკრები, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი.

 

ეს იქნება ძალიან საინტერესო თამაში, ორივე გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ყვლაფერს დადებს მინდორზე, ამიტომ შესაძლოა დრო ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ თუნდაც ჩანაწერში ამ თამაშის ხილვა ნამდვილად ღირს, არგენტინა და ურუგვაი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის წამყვანი ეროვნული ნაკრებები არიან ბრაზილიასთან ერთად და მათი დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: ს.რომერო - საბალეტა, გარაი, ოტამენდი, როხო - პასტორე, მასკერანო, ბანეგა - დი მარია, აგუერო, მესი.

 

ურუგვაი: მუსლერა - მაქსი ფერეირა, ხიმენესი, გოდინი, ალვარო ფერეირა - კ.სანჩესი, ლოდეირო, არევალო, კ.როდრიგესი - კავანი, როლანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • არგენტინის და ურუგვაის ნაკრებებს ჩილეში ხუთი მატჩი აქვთ ჩატარებული ერთმანეთი, საიდანაც სამი მოიგო "ალბისელესტემ" (ბოლო სამი), ერთი ფრედ დასრულდა და ერთი მოიგეს "ჩარუებმა".

 

  • ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩილეში, არგენტინამ 5:1 მოიგო 1955 წელს და ეს ამ გუნდების დაპირისპირება ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა ნეიტრალურ მინდორზე.

 

  • ბოლო რიო დე ლა პლეტას კლასიკო 2011 წელს გაიმათა კოპა ამერიკაზე, როდესაც ურუგვაიმ მეოთხედფინალში გამოაგდო არგენტინა და საბოლოოდ ტურნირიც მოიგო.

 

  • არგენტინას ზედიზედ სამი თამაში აქვს მოგებული "ჩარუებთან" ჯგუფურ ეტაპზე. "ალბისელესტეს" ურუგვაისთან, 1967 წლის შემდეგ არ წაუგია ჯგუფში, მაშინ ურუგვაი ტურნირის მასპინძელი იყო.

 

  • არგენტინამ მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა გოლის გატანა, ურუგვაის წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 13 შეხვედრიდან.

 

  • ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან, არგენტინამ მხოლოდ ერთი წააგო, მაგრამ ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო. ურუგვაიმ 3:2 მოუგო "ალბისელესტეს" 2013 წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით.

 

  • ურუგვაის (15) და არგენტინის (14) ეროვნულ გუნდებს ყველაზე მეტი ტიტულები აქვთ მოპოვებული კოპა ამერიკაზე, ჯამში 29 გათამაშება მოიგეს 43-დან.

 

  • აღსანიშნავია, რომ აქამდე, ექვსჯერ გაიმართა კოპა ამერიკა ჩილეში და ორჯერ ტურნირი მოიგო ურუგვაიმ, ოთხჯერ კი - არგენტინამ.

 

  • პარაგვაისთან პირველ ტურში, ლიონელ მესიმ პირველი გოლი გაიტანა კოპა ამერიკაზე, პირველ ტაიმში.

 

  • არგენტინის ნაკრების ბოლო შვიდი გატანილი გოლიდან კოპა ამერიკაზე, ოთხი სერხიო აგუეროს სახელზეა.

 

  • არგენტინის ნაკრებს არასოდეს მოუგია კოპა ამერიკა, პირველი მატჩის ვერმოგების შემთხვევაში.

 

  • ურუგვაის ნაკრებმა, იამაიკიის წინააღმდეგ, მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა განახორციელა, რაც ამ ნაკრებს არასოდეს მოსვლია კოპა ამერიკაზე.

 

წინასამატჩო კომენტარები:

დიეგო გოდინი: "გვინდა, რომ ამ კოპაზე კარგად გამოვიდეთ, პირველი მოგება კარგია, რადგან პარტნიორებს უკვე ვუთხარი, რომ ურუგვაის ნაკრებში გატარებული ათი წლის მანძილზე, არასოდეს მქონდა მოგებული პირველი მატჩი. ეს მაძლევს იმის უფლება, რომ მომავალ მატჩებს განსხვავებული პერსპექტივებით შევხედო.

 

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მოხდა პირველ შეხვედრაში, ჩვენ კოპა ამერიკის ფავორიტებს ვუპირისპირდებით, რომელთა ფეხბურთელებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, ეს ქმნის განსხვავებას.

 

კარგად მოვემზადეთ თამაშისთვის გუნდურად, რადგან ეს არის ინდივიდუალისტების შეჩერების ერთადერთი გზა. თუ მთლიანად გუნდს არ შეაჩერებ, არგენტინას დამარცხება გაგიჭირდება.

 

არ არსებობს მესის შესაჩერებელი ფორმულა, უბრალოდ გუნდურად, ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ. შეუძლებელია, რომ სხვა შემთხვევაში, ლეომ გულები არ გვატკინოს, ერთიანობა უნდა გამოვამჟღავნოთ".

 

 

ოსკარ ტაბარესი: "ეს არის არგენტინა-ურუგვაის თამაში, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ვეცდებით, რომ საკუთარი თამაშის წესებით ვიმოქმედოთ - ინტენსიურად, მოდნომებით და შეტევითი პოტენციალის კარგად გამოყენებით. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი გვაკლია, რომელიც ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია.

 

იამაიკასტან ჩატარებულ შეხვედრაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, საბოლოო პასი უკეთესი უნდა იყოს და შანსები უნდა გამოვიყენოთ. არგენტინასთან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მაქსიმუმს დავდებთ.

 

ფურცელზე აშკარაა, რომ არგენტინის ნაკრების დამარხცების ცოტა შანსი გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეგონა, რომ ეკვადორი ძლიერი იქნებოდა, მაგრამ მათ ბოლივიასთან წააგეს".

 

ხერარდო მარტინო: "პირველი ტაიმი პარგვაის წინააღმდეგ არ ყოფილა უბრალოდ კარგი, ის ძალიან კარგი იყო. ჩვენ მხოლოდ მეორე ტაიმის გამო დავისაჯეთ, პირველ ნახევარში საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ კოპა ამერიკაზე, მეორეში კი - ყველაზე უარესი.

 

უნდა ვიპოვოთ გამოსავალი თითოეულის სიტუაციიდან და როდესაც გვექნება შესაძლებლობა, დავასრულოთ თამაში. ეს ვერ გავაკეთეთ პირველ ტურში, მაგრამ ვნახოთ ამჯერად რა მოხდება.

 

ეს კლასიკოა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის შემდეგ, ურუგვაი სერიოზული ძალაა ნებისმიერ ტურნირზე და სხვადასხვა სტილში შეუძლია თამაში.

 

მათი წარმატება მეტწილად დამოკიდებული იყო ლუის სუარესის, დიეგო ფორლანისა და ედინსონ კავანის დიდებულ ტრიოზე. ფორლანი აღარ არის აქ, სუარესიც არ იმყოფება, ასე რომ მათ სერიოზული დანაკლისი აქვთ. ურუგვაი კონკურენუნარიანი გუნდია და ეცდება ბურთის ცენტრში გაკონტროლებას".

 

 

ამ გუნდების უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონატი თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
მს.ჩ.საკ.ეტაპი 16/10/13 ურუგვაი           3:2 არგენტინა
მს.ჩ.საკ.ეტაპი 13/10/12 არგენტინა           3:0 ურუგვაი
კოპა ამერიკა 17/07/11 არგენტინა           1:1(4:5 პ.) ურუგვაი
მს.ჩ.საკ.ეტაპი 15/10/09 ურუგვაი           0:1 არგენტინა
მს.ჩ.საკ.ეტაპი 12/10/08 არგენტინა           2:1 ურუგვაი

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434460582_argentina-vs-uruguay-live-stream-highlights-2015-copa-america.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi