FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ოფიციალურად: ხოსელუ სტოკის ფეხბურთელია

16-06-2015
1 კომენტარი

ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი ხოსელუ კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს, "სტოკ სიტის" რიგებში.

 

"სტოკის" ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს "ჰანოვერიდან". უცნობია კონტრაქტის დეტალები, მაგრამ ხოსელუს სანაცვლოდ, გერმანულმა კლუბმა რვა მილიონი ევრო მიიღო.

 

25 წლის ესპანელი "სელტას" აღზრდილია და მადრიდის "რეალის" სკოლა აქვს გამოვლილი, ბოლო პერიოდი კი გერმანიაში გაატარა "ჰოფენჰაიმის", "აინტრახტის" და "ჰანოვერის" რიგებში. 2014/15 წლების სეზონში, ხოსელუმ 30 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და რვა გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ "სტოკ სიტიმ" უკვე დაიმატა გერმანელი ცენტრალური მცველი ფილიპ ვოლშაიდი და მეკარე იაკობ ჰაუგორი, ასე რომ ესპანელი შემტევი გუნდის მესამე ახალწვეულია.

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434473394_1434472618_b_stok-siti-obj.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi