FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ინძაგი: იმედგაცრუებული ვარ, რადგან არ მომცეს შანსი

16-06-2015
1 კომენტარი

"მილანის" უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა განთავისუფლების თემას და გარკვეულწილად საკუთარი იმედგაცრუება გამოთქვა.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა იტალიელმა სპეციალისტმა მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო "როსონერიში", რომელიც წარუმატებელი გამოდგა და კლუბის ხელმძღვანელობამ პიპოს აღარ მისცა მეორე შანსი, ის სინიშა მიჰაილოვიჩმა შეცვალა.

"დღეს დასრულდა დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც გამამდიდრა, როგორც პროფესიონალი და პიროვნება. მადლობას ვუხდი "მილანს" იმისათვის, რომ მშვენიერი შესაძლებლობა მომცეს.

გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო ჩემს ასისტენტებთან ერთად, ყოველდღე მონდომებით, ემოციებითა და ერთგულებით ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი და ყველაფერი კარგად ვერ წავიდა.

იმედგაცრუებული ვარ იმიტომ, რომ არ მომეცა სამუშაოს გაგრძელების საშუალება, მაგრამ ეს ფეხბურთია. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ ბოლო თვეებში. მიუხედავად სირთულეებისა, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ პროფესიონალიზმს და პატივისცემას.

მადლობელი ვარ "მილანის" თითოეული გულშემატკივარის, ეს კლუბი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში"
, - განაცხადა ინძაგიმ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434475227_filippo-inzaghi-360nobs-740x431.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi