FCI.ge
FCI.ge
მაიერი: ულრაიხის გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია |
მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ზეპ მაიერმა შეაფასა "რეკორდმაისტერის" პირველი ტრანსფერი ამ ზაფხულს და გააკრიტიკა სვენ ულრაიხი.
გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "შტუტგარტის" 26 წლის კიპერი ალიანს არენაზე გადაბარგდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად ულრაიხის ნიჭისა, მას ნოიერის დუბლიორობა მოუწევს, რაც მაიერისთვის გაუგებარია.
"მე ვერ გავუგებ მეკარეს, რომელიც დათანხმდა და ხელი მოაწერა იმას, რომ 26 წლის ასაკში არ იმყოფებოდეს საუკეთესო ფორმაში. რათქმაუნდა, მას შეუძლია, რომ ბევრი რამ ისწავლოს.
ულრაიხს ექნება საშუალება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშოს, მაგრამ ეს არ შეცვლის "შტუტგარტში" არსებულ სათამაშო პრაქტიკას. 35 წლის რომ ყოფილიყო, მაშინ გავამართლებდი სვენის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზეპმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.