FCI.ge
FCI.ge
აგუერო: ბედნიერი ვარ მანჩესტერ სიტიში |
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო კან აგუერომ შეაფასა ჭორები, რომელიც მისი გუნდიდან წასვლას უკავშირდება და ინფორმაციები უარყო.
სერხიოს მიმართ სერიოზულად ინტერესდება მადრიდის "რეალი", მაგრამ აგუერო ბედნიერია ეტიჰადზე და არც კი ფიქრობს სხვა გუნდში გადასვლაზე.
"ერთადერთი მიზანი, რატომაც ფეხბურთელი უნდა წავიდეს გუნდიდან არის - შესაძლებლობა, მიაღწიოს უფრო მეტს სხვაგან. მე კი შემიძლია, რომ ყველაფერს მივაღწიო "მანჩესტერ სიტისთან" ერთად.
რათქმაუნდა, ჭორებს ვერ შევწყვეტ, რადგან ჩემი ძალები ვერ გააჩერებს ხალხს, რომლებიც ამაზე წერენ სტატიებს. შემიძლია მხოლოდ იმის გამეორება, რომ ძალიან ბედნიერი ვარ "მანჩესტერ სიტიში".
გასული ოთხი სეზონი წარმატებული გამოვიდა და მეტის მიღწევა მსურს. რათქმაუნდა, პირველადი მიზანი - პრემიერ ლიგის მოგებაა, საჩემპიონო ტიტულის დაბრუნება გვსურს. თუმცა, არც ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას ვივიწყებთ", - განაცხადა აგუერომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.