FCI.ge
FCI.ge
ბეკენბაუერი ბასტიანს ბაიერნში დარჩენას ურჩევს |
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი, ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი ბასტიან შვაინშტაიგერს ალიანს არენაზე დარჩენას ურჩევს.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, მოხშირდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ბასტიანი დატოვებს "რეკორდმაისტერს" და ვან გაალთან ერთად იმუშავებს "მანჩესტერ იუნაიტედში".
"30 წლის ასაკში, რთულია სხვა ლიგაში ადაპტირება. მთელი ამ დროის განმავლობაში, ბასტიანი არ ზოგავდა თავს და ბოლომდე იტვირთებოდა. ეს მარტივად არ ჩაივლის.
მისთვის უკეთესი იქნება თუ კარიერას შედარებით მშვიდად დაასრულებს, ნაკლებად სერიოზულ ლიგაში. მას, MLS-ში წასვლას ვურჩევდი, მაგრამ შვაინის ადგილზე, კიდევ ერთი-ორი წელი დავრჩებოდი "ბაიერნში".
მას ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა", - განაცხადა კაიზერ ფრანცმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.