FCI.ge
FCI.ge
რონალდო: ნეიმარის ქცევას და სიტყვებს გამართლება არ აქვს |
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რონალდომ, შეაფასა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარცხი კოლუმბიასთან და ხაზი გაუსვა ნეიმარის ქმედებას ბოლო წუთებზე.
მატჩის მიწურულს, "სელესაოს" კაპიტანი გაბრაზებული იყო და ჯეისონ მურილიოს წაეკინკლავა, თავითაც კი შეეხო და საბოლოოდ მიიღო წითელი ბარათი. არასპორტული საქციელის გამო, ნეიმარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
"ნეიმარის ქცევასა და სიტყვებს გამართლება არ აქვს. ახლა, ის არც ისე მარტივ პერიოდს იტანს. საკმაოდ აგრესიულად იქცევა და უხეშად რეაგირებს ნებისმიერ მოვლენაზე.
როდესაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავ, ეს დაუშვებელია", - განაცხადა ფენომენმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.