FCI.ge
FCI.ge
ტორინომ აქვა შეიძინა |
განის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი აფრიე აქვა კარიერას იტალიის სერია ა-აში გააგრძელებს.
ტურინელების ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს 23 წლის მოთამაშის ტრანსფერს გერმანული "ჰოფენჰაიმიდან", მაგრამ დეტალებს არ ახმაურებს.
აქვამ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ხარებთან" და 2019 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს ტურინულ კლუბში, რომელსაც კარგი პოტენციალი გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ აფრეის ფაქტიურად მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, რადგან განათხოვრებული ოყო "პალერმოში", "პარმასა" და "სამპდორიაში".
აქვე გეტყვით, რომ გუშინ "ტორინომ" ბრაზილიელი მარცხენა მცველი დანიო აველარი დაიმატა "კალიარიდან" და ნელ-ნელა ემზადება ახალი სეზონისთვის.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.