FCI.ge
FCI.ge
ჰელმესმა კარიერა დაასრულა |
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, პატრიკ ჰელმესმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.
"კიოლნის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 31 წლის პატრიკმა დაასრულა პროფესიონალური კარიერა. ამის მიზეზი კი ჯანმრთელობის მუდმივი პრობლემებია.
აღსანიშნავია, რომ გერმანულმა კლუბმა პატივისცემა გამოხატა ჰელმესის მიმართ და ვაკანტური ადგილი შესთავაზა - ახალი სეზონიდან, გამოცდილი გერმანელი "თხების" 23 წლამდელთა გუნდს უხელმძღვანელებს.
პატრიკ ჰელმესმა "კიოლნის" მაისურით ჯამში 95 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. მას ნათამაშები აქვს ლევერკუზენის "ბაიერსა" და "ვოლფსბურგშიც".
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.