FCI.ge
FCI.ge
ნეიმარი-სუნიგას: ამის შემდეგ კიდევ მირეკავ და ბოდიშს მიხდი ბო**შვილო? |
როგორც ჩანს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და თავდამსხმელმა, ნეიმარმა ვერ დაივიწყა ის საბედისწერო ჯარიმა, რომლის გამოც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კოშმარული ნახევარფინალი გამოტოვა.
მუნდიალის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ბრაზილიის ნაკრებმა 2:0 მოუგო კოლუმბიას და ნეიმარს კამილო სუნიგამ ჩაარტყა ზურგში, მიაყენა რა უმძიმესი დაზიანება. მის გარეშე დარჩენილმა "სელესაომ" კი 1:7 წააგო გერმანიის ეროვნულ მანქანასთან.
გუშინ, კოპა ამერიკის მეორე ტურის ეგიდით, ბრაზილიამ 0:1 წააგო კოლუმბიასთან და ნეიმარი სუნიგას შეელაპარაკა, უფროსწროად შეურაცყოფა მიაყენა. ამის შესახებ ესპანურ მედიაში დაიწერა, სადაც ნეიმარის ნათქვამი გაარჩიეს: "მადლობა. ყოველივე ამის შემდეგ, მირეკავ და ბოდიშს მიხდი ბო**შვილო?", - უთქვამს ნეიმარს სუნიგასთვის მატჩს მსვლელობისას.
მოგეხსენებათ, რომ ნეიმარს ბოლო წუთებზე მურილიოსთან და ბაკასთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა, რის გამოც მიიღო წითელი ბარათი და ტურნირზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.