FCI.ge
FCI.ge
იაგელკამ გაახანგრძლივა |
"ევერტონის" კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ფილ იაგელკამ ახალი კონტრაქტი გააფორმა საკუთარ კლუბთან.
ლივერპულული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ინგლისელმა მოთამაშემ მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა და 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება გუდისონ პარკზე.
"მოლაპარაკებები არც ისე დიდი ხანი გაგრძელდა - რამდენიმე წუთი და არა საათი. მიყვარს ეს ადგილი და დარჩენა მინდოდა, მიხარია, რომ კლუბსაც იგივე აზრი აქვს. კონტრაქტის კიდევ ერთი დამატებითი წელი, მოტივაციას ამიმაღლებს", - განაცხადა იაგელკამ.
32 წლის ფილ იაგელკა 2007 წელს გადავიდა "ევერტონში" და მაქედან მოყოლებული, 300-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლურჯი მაისურით.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.