FCI.ge
FCI.ge
ანრი: არსენალის წარმატების ფორმულა - სანჩესია |
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ, შეაქო "მეთოფეთა" ამჟამინდელი ლიდერი ალექსის სანჩესი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შეუერთა ამ გუნდს.
ჩილელი შემტევი ფანტასტიკურად მოერგო ახალ გარემოს და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
"თუ გულშემატკივრობთ "არსენალს", ესეიგი დიდი ხანი ელოდებოდით გუნდში ისეთი მოთამაშის გამოჩენას, რომელიც მარტო გადაწყვეტს მატჩების ბედს. შეხედეთ რა გააკეთა ინგლისის თასის ფინალში და საერთოდ, "არსენალში" გადმოსვლის დღიდან. ეს რაღაც არანორმალური იყო.
ყველას სურს, რომ კიდევ ნახონ მისი შედევრები და ვიცი, რომ ალექსისი არაერთხელ შემოგვთავაზებს საკუთარ ოსტატობას. როდესაც გუნდში გყავთ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ალექსის სანჩესია, მაშინ თქვენ წარმატების მთავარი იარაღი გაგაჩნიათ.
ეს არის მოთამაშე, რომელსაც მატჩის მსვლელობის შეცვლა შეუძლია. ძალიან მომწონს ალექსისის თამაში, გულითა და სულით მოქმედებს, ქომაგებს კი ეს უყვართ", - განაცხადა ტიტიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.