FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

სუპერთასი 2015 - 22 ივნისიდან ბილეთების გაყიდვა იწყება. გაეცანით ინსტრუქციებს

19-06-2015
0 კომენტარი

ორშაბათს, 22 ივნისს, საიტზე biletebi.ge - დაიწყება უეფას 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.
ვინაიდან, ამ საკითხის გარშემო უდიდესი ინტერესია, სფფ გაგაცნობთ დაწვრილებით ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ბილეთი.
გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციებს.


პროცედურას ვიწყებთ რეგისტრაციით. შევდივართ საიტზე www.biletebi.ge და ვიწყებთ რეგისტრაციას:

● პირველ ველში შეგვყავს ელექტრონული ფოსტის მისამართი (E-mail), რომელსაც აქტიურად იყენებთ, რადგან ბილეთების ყიდვის შემდეგ, ამოსაბეჭდი ვერსია იგზავნება ამ საფოსტო მისამართზე.

● მეორე ველში ვწერთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 11- ნიშნა (პირად) ნომერს.

● „პაროლის“ ველში იწერება ის საიდუმლო სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეხვალთ სისტემაში.

● შემდეგ ველში იმეორებთ თქვენს „პაროლს“.

გახსოვდეთ, თქვენი პაროლი არავის გაუზიაროთ.

● პერსონალურ მონაცემებში წერთ თქვენს სახელს და გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს და მისამართს.

● თუ გსურთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია ელ. ფოსტის ან SMS-ის საშუალებით, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

 

გახსოვდეთ, რომ

ერთ ადამიანს, ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, შეუძლია მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვა;
ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი; იხდით მხოლოდ ბილეთის ღირებულებას, არანაირი საკომისიო.
ბილეთის მიღება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ლინკის მეშვეობით, რომელსაც ამობეჭდავთ და მასზე დატანებული ბარ-კოდის საშუალებით შეხვალთ სტადიონზე. სალაროში მისვლა საჭირო არ არის.
ამობეჭდილ ბილეთზე არსებული QR (ბარ-კოდი) კოდი უნდა მიუშვიროთ სტადიონის შესასვლელებში, ე.წ. ტურნიკეტებზე არსებულ წამკითხავებს.
არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი ბილეთის ქსეროასლი გააკეთოს.
ანგარიშსწორება მოხდება თქვენი საბანკო ბარათის საშუალებით, ეროვნულ ვალუტაში.


საიტზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართეთ www.biletebi.ge-ს ადმინისტრაციას შემდეგ საფოსტო მისამართზე - support@biletebi.ge
სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვწერეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე - natia@gff.ge


გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი გაყალბებული ბილეთებისაგან. მოერიდეთ ე.წ. „გადამყიდველებთან“ ურთიერთობას.

გისურვებთ წარმატებებს!

 

gff.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434727215_biletebi.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi