FCI.ge
FCI.ge
კინტეროსი: შემდეგ ეტაპზე გასვლა არ არის ჩვენი პრიორიტეტი |
ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო კინტეროსმა ისაუბრა კოპა ამერიკის მესამე ტურის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გვიან ღამით გაიმართება.
A ჯგუფში, ეკვადორს ნული ქულა აქვს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ფლეი-ოფში გასვლის შანსი მესამე ადგილიდან დარჩება.
"ვეცდებით გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რაც კარგია გუნდისთვის და გავაუმჯობესოთ ის, რაც ცუდად გამოგვივიდა წინა შემთხვევებში.
შემდეგე ეტაპზე გასვლა - არ არის პრიორიტეტი ჩვენთვის, ამ მომენტისთვის. ერთად უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. პირველ რიგში, უნდა გამოვასწოროთ შეცდომები, ჩვენი მოქმედებები უფრო ეფექტური გავხადოთ, ეს არის ყველაზე მთავარი.
ამასთან ერთად, მესქიკასთან მატჩი მნიშვნელოვანია. სიტუაცია არ არის საკეთილდღეო, მაგრამ ვეცდებით შემდეგ ეტაპზე გასვლას, რადგან მათემატიკური შანსები ჯერ კიდევ გვაქვს.
ყველა ეს მატჩი - ამხანაგურია, კოპა ამერიკა - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის მოსამზადებელი ეტაპია ჩვენთვის. ხალხი, რომელსაც ესმის ფეხბურთი, სურს ამ ნაკრების მუნდიალზე ხილვა", - განაცხადა კინტეროსმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.