FCI.ge
FCI.ge
მ.ერერა: ჩვენი მიზანი - ფინალში გასვლაა |
გუსტავო კინტეროსისგან განსხვავებით, მექსიკის ეროვნული ნაკრების თავკაცი მიგელ ერერა უფრო ამბიციურია და დღეს მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს.
მექსიკელებს ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვთ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით გაინაღდებენ ფლეი-ოფის საგზურს.
"თუ დავმარცხდებით, საკუთარ გეგმებს წყალში ჩავყრით. ჩვენს გონებაში მხოლოდ მოგეისკენ მიმართული ფიქრებია, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გვჭირდება.
ჩვენი მიზანი - ფინალში გასვლაა", - განაცხადა მიგელ ერერამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.