FCI.ge
FCI.ge
არსენალი მზად არის სარეკორდო კონტრაქტი შესთავაზოს ჩეხს |
როგორც ჩანს, ლონდონის "არსენალს" ძალიან უნდა პეტერ ჩეხის გადაბირება, რომელიც ტოვებს "ჩელსის".
მიუხედავად იმისა, რომ ვოიცეხ შესნიმ უკვე განაცხადა საკუთარი გეგმების შესახებ, პოლონელი არ აპირებს ემირიათსის დატოვებას, "მეთოფეები" მაინც ვერ ენდობიან მას და სურთ 33 წლის ჩეხი გოლკიპერის დამატება.
ლონდონური კლუბის მენეჯმენტი მზად არის რომ პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეს კვირაში ასი მილიონი ფუნტი გადაუხადოს, რაც "არსენალის" ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.
პეტერ ჩეხს უკეთესი ვარიანტებიც აქვს, მაგრამ თავად არ სურს ფაქტიურად მშობლიური ქალაქის დატოვება, ამიტომ არსენ ვენგერის და მისი კოლექტივის ვარიანტი იდეალური ჩანს.
თავისხმრივ, "ჩელსი" მზად არის გაითვალისწინოს პეტერის მოთხოვნები და დაუთმოს საკუთარი ლეგენდა უშუალო კონკურენტს და პრინციპულ მოწინააღმდეგეს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.