FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩილე ნახევარფინალშია!

25-06-2015
1 კომენტარი

კოპა ამერიკაზე სტარტი აიღო მეოთხედფინალურმა ეტაპმა, რომელიც ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყო. ჩილეს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ფანტასტიკური შემტევი ფეხბურთი აჩვენა ჯგუფში ურუგვაის დაუპირისპირდა, რომელიც არადამაჯერებელი იყო.

 

ხორხე სამპაოლიმ კვლავ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია და დაცვის ცენტრში მედელი-ხარას დუეტს ენდო. შეტევაში კი რათქმაუნდა ვალდივია ხელმძღვანელობს ყველაფერს სანჩესი-ვარგასის დუეტისა და უკნიდან არტურო ვიდალის დახმარებით. რაც შეეხება ურუგვაის, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა დისკვალიფიკაცირებული ალვარო ფერეირას მაგივრად ფუსილე დააყენა მარცხენა ფრთაზე და მეტი არაფერი შეუცვლია, ტაქტიკა კვლავ 4-4-2 იყო და "ცისფრებს" სასწაულის იმედი ჰქონდათ, რადგან ტაბარესიც არ მალავდა, რომ ჩილე აშკარა ფავორიტია და არალოგიკური იქნება თუ შემდეგ ეტაპზე ჩემი გუნდი გავაო.

 

მატჩის საწყისი წუთები ცოტათი მოულოდნელი გამოდგა, რადგან ჩილელები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, ჩანდა რომ საკმაოდ ანერვიულებულები იყვნენ და ამის გამო რამდენიმე უაზრო ხარვეზი გაეპარათ. ურუგვაი უფრო დამაჯერებელი იყო, რამდენიმეჯერ მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს, მაგრამ პირვლი ხიფათი სწორედ ჩილემ შექმნა. მე-8 წუთზე, ვალდივიას ფანტასტიკური პასით მაურისიო ისლა საჯარიმოშ შეიჭრა და ჩაუგდო ბურთი ედუარდო ვარგასს, რომელმაც ჰაერიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. რამდენიმე წუთში, ურუგვაიმ პირველი ხიფათი შექმნა, როდესაც საჯარიმოს გარედან დაარტყა კარლოს სანჩესმა და ცოტათი ააცილა. ნელ-ნელა სამპაოლის გუნდი მოვიდა გონს და შეცდომების რაოდენობა შემცირდა. ტაიმის ბოლო 20 წუთი მასპინძლების იყო, რომელთაც რამდენიმე შანსი ჰქონდათ გოლის გასატანად. ჯერ არანგისმა ვერ დაარტყა ხეირიანად ისლას ჩინებული სოლორეიდის შემდეგ, ამას მოჰყვა ალექსის სანჩესის ორი ეპიზოდი და არტურო ვიდალის შორეული დარტყმა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისი პირველისას გავდა, მაგრამ მომენტები ნელ-ნელა წამოვიდა. პირველი ხიფათი ურუგვაელებმა შექმნეს, რომელთაც 53-ე წუთზე გოლის გატანის საუკეთესო შანსი ჰქონდათ. არევალო რიოსის მიერ შესრულები საჯარიმოს შემდეგ მეტოქის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და დიეგო როლანს შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. შეხვედრის 63-ე წუთზე კი გადამწყვეტი ეპიზოდი ვიხილეთ. გონსალო ხარამ მარტივად შენიშნა, რომ ედინსონ კავანი ყვითელ ბარათზე იჯდა და აშკარად ანერვიულებული იყო, ძალიან ცუდი თამაშის გამო სულ ჩხუბობდა მსაჯებთან და გადაწყვიტა მისი პროვოკაციაზე წამოგება, რაც იდეალურად გააკეთა. ხარას ედინსონმა უბრალოდ სახელი მიარტყა ხელი რბილად, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, მსაჯმა ყველაფერი დაინახა და ურუგვაი ათი კაცით დარჩა. ტაბარესის კოლექტივი მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდა და კარგად ართმევდა თავს ჩილეს შეტევებს, აქეთ შეეძლო გატანა, როდესაც კრისტიან როდრიგესის დიაგონალური გადაცემის შემდეგ კარლოს სანჩესი დაემუქრა კიდევ ერთხელ ბრავოს კარს, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად.

 

ჩილე უტევდა, უტევდა და 81-ე წუთზე მიაღწია საწადელს. მენიამ საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, ფერნანდო მუსლერამ კარგად ითამაშა გამოსვლაზე და მუშტებით გამოიტანა, მაგრამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ვალდივიამ, დაუგორა ისლას და ამ უკანასკნელმა აუღებელი დაურტყა მუსლერას დაბალ კუთხეში - 1:0, სრულიად ჩილე ზეიმობდა ამ დამსახურებულად გოლს. დარჩენილი წუთები უფრო უხეში გამოდგა, რასაც ფუსილე შეეწირა, რომელმაც ალექსის სანჩესზე აშკარად დაარღვია თამაშის წესები და დაიმსახურა მეორე ყვითელი ბარათი. ამის გამო ურუგვაელები გაცხარდნენ და დიდი ხანი კამათობდნენ მსაჯებთან. საბოლოოდ კი, ყველაფერი მოგვარდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩილე ნახევარფინალშია, ურუგვაი კი შინ დაბრუნდება. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ ხორხე ვალდივია გახლავთ, მან საოცრად ითამაშა და პასები იდეალური სიზუსტით გააკეთა, მის გარდა მაურისიო ისლა და არტურო ვიდალი უნდა გამოვყოთ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1435200594_274147.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi