FCI.ge
FCI.ge
სამპაოლი: ჩილემ ძლიერი და არასასიამოვნო მოწინააღმდეგე დაამარცხა |
კოპა ამერიკის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩილეს და ურუგვაის ნაკრებები შეხვდნენ. მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს ტურნირს მოქმედი ჩემპიონები. თამაშის შედეგზე ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ კომენტარი გააკეთა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელს იმ განწყობისთვის, რომლითაც ისინი ამ მატჩამდე მოვიდნენ. ასევე აღსანიშნავია ისლა, რომელიც დაუჯერებლად ატარებს ამ ტურნირს. ჩვენ ძლიერი და არასასიამოვნო მოწინააღმდეგე დავამარცხეთ, მაგრამ ნახევარფინალშიც არ იქნება ადვილი. ველოდებით ბოლივია - პერუს დაპირისპირებას“,- განაცხადა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.