FCI.ge
FCI.ge
მანჩესტერ იუნაიტედი სერხიო რამოს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს |
სერხიო რამოსის შესაძლოა მადრიდის „რელიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა უარი თქვა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რადგან მას ფლორენტინო პერესის პირობები არ აწყობს.
„წითელი ეშმაკებს“ სურთ ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენება და მზად არიან გამოცდილ მცველს ფინანსური მადა დაუკმაყოფილონ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ რამოს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მანძილზე ის 55 მილიონს გამოიმუშავებს. პირველ სეზონზე ესპანელი 12 მილიონს მიიღებს და შემდეგ ყოველწლიურად ხელფასი 500 ათასით შემცირდება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.