FCI.ge
FCI.ge
ნანიმ შესაძლოა კარიერა თურქეთში განაგრძოს |
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ლუიშ ნანიმ დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს. ლუი ვან გალი პორტუგალიელზე იმედებს არ ამყარებს. გამორიცხული არაა, რომ 28 წლის ფეხბურთელი თურქეთში გადავიდეს და „ფენერბახჩესთან“ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. ამის შესახებ გამოცემა „Sky Sport Italia“-ია იტყობინება.
ფეხბურთელით მილანის „ინტერი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდებიან. „სერია ა“-ს წარმომადგენლებმა სწრაფად უნდა გააგზავნონ თავიანთი წინადადება, სანამ პორტუგალიელმა სტამბულის ბილეთი აიღო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.