FCI.ge
FCI.ge
ბეკენბაუერი თვლის, რომ არ ღირს შვაინშტაიგერის მანჩესტერ იუნაიტედში გაშვება |
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ბასტიან შვაინშტაიგერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო გადასვლაზე. გერმანელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა ახალ კონტრაქტზე ხელი მოეწერა და შესაძლოა ამ ზაფხულს „ბაიერნი“ დატოვოს. კლუბის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ შვაინშტაიგერი იმ ასაკში არ არის ახალი კლუბი ეძებოს.
„ვთლი, რომ ბასტიანს კიდევ ორი წელი შეუძლია „ბაიერნში“ თამაში. მის ასაკში ისეთი გამოწვევაა, როგორიცა ინგლისში გადასვლა ვფიქრობ არაა საჭირო. თუ ის დარჩება და 2-3 წლის შემდეგ კვლავ თამაშს ისურვებს ვურჩევდი „MLS“-ი გადასვლას “, - განაცხადა ბეკენბაუერმა.
შეგახსენეთ, რომ 30 ნახევარმცველთან კონტრაქტი 2016 წელს იწურება, ფეხბურთელმა უარი განაცხადა ახალ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. გერმანული მედია არ გამორიცხავს, რომ გერმანიის ნაკრების მოთამაშემ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგები შეავსოს, ხოლო „წითელი ეშმაკების“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია მიუნხენში გადავიდეს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.