FCI.ge
FCI.ge
კლაუდიო მარკიზიო ტევეს ახალ გუნდში წარმატებებს უსურვებს |
მიუხედავად იმისა, რომ კარლოს ტევესის წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, ზოგიერთი ფეხბურთელი და სპეციალისტი მოთამაშეს ემშვიდობებიან. ადრე პავე ნედვედი - „იუვენტუსის“ ხელძღვანელობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტევესი მიდის - ეს დანაკარგია და ახლა კი არგენტინელს კლაუდიო მარკიზიო ემშვიდობება.
„წარმატებები. მადლობას გიხდი ორი ფანტასტიური წლისთვის. ჩვენ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას და ვიყოფდით დამარცხების სიმწარეს. შენ ყოველთვის იქნები ჩემისთვის მაგალითი და მისაბაძი“,- განაცხადა მარკიზიომ.
მოსალოდნელია, რომ კარლოს ტევესი კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ განაგრძობს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.