FCI.ge
FCI.ge
დენის სუარესი სევილიაში რჩება |
21 წლის ესპანელი შემტევი ნახევარმცველი დენის სუარესი კარიერას რამონ სანჩეს პენხუანზე გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დენისი "სევილიას" გასულ ზაფხულს შეუერთდა კატალონიის "ბარსელონადან" ორწლიანი იჯარის წესით.
წარმატებული სეზონის შემდეგ, "ბლაუგრანამ" მისი დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ანდალუსიური კლუბის მესვეურებმა უარით გაისტუმრეს კატალონიელები და კონტრაქტის პირობებს არ უხვევენ.
"დენის სუარესი გააგრძელებს ჩვენი კლუბის ღირსების დაცვას ახალ სეზონში, როგორც კონტრაქტის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ის ჩვენთან რჩება და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ, "ბარსასთან" ორწლიან იჯარაზე მოვილაპარაკეთ", - განაცხადა "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.