FCI.ge
FCI.ge
Sport1: ბაიერნმა დუგლას კოსტა შეიძინა |
როგორც ჩანს, დონეცკის "შახტარის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დუგლას კოსტა კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით.
გერმანული გამოცემა "Sport1.de" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" უკვე ყველაფერი მოაგვარა: ბრაზილიელი მოთამაშე ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, უკრაინული კლუბი კი 35 მილიონ ევროს მიიღებს.
მოსალოდნელია, რომ ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში დადასტურდება. დუგლასის მიმართ პირადად "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იჩენდა ინტერესს.
კოსტა საკმაოდ ნიჭიერი და ტექნიკური ფებბურთელია, რომლის მიმართაც არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.